სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ-ტექნოლოგიურ ცენტრში იმყოფებოდნენ
15-10-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის SHE's GREAT ფარგლებში, ტექნოპარკში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები ტექნოპარკს სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან და სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძესთან ერთად ეწვივნენ. მათ ადგილზე მყოფი ტრენერები კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარებასა და დრონებზე ესაუბრნენ. 

აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილი ავრცელებს.

„2021 წლის 9 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პროექტ SHE's GREAT!-ის მონაწილე მოსწავლეები პროექტის მენტორებთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან და სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძესთან ერთად ეწვივნენ თბილისის ტექნო პარკს. ვიზიტი ითვალისწინებდა მოსწავლეთა ინტელექტუალურ განათლებას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულია და მოსწავლეები იშვიათად გადიან თემის გარეთ, მშობლებმა გამოუშვეს შვილები ექსკურსიაზე, თანაც დიდი ნდობით.

მოსწავლეებში საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინოვაციებმა, რომელიც ინერგება ტექნოპარკში, პლასტმასების, ხეების თლა, მათგან ნივთების დამზადება და ა. შ. ეს არის ფიზიკური სივრცე, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, მიზნად ისახავს  ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მეშვეობით ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას, აერთიანებს სტარტაფის ინსტრუმენტის ელემენტს. ტექნოპარკი არის ადგილი, სადაც  იდეიდან ბაზარზე გასული კომფორტული გარემოა. ვიზიტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს და მათთან მყოფ პირებს ჩაუტარდათ კოვიდ ტესტირება, იყო გაწერილი პროგრამა, რომელიც 5 საათამდე გრძელდებოდა. მოსწავლეებს სკოლასთან დახვდათ  მგზავრობისთვის მოხერხებული, მეტად რბილი ავტობუსი, რომელშიც უსაფრთხოების ზომების დაცვით დაჯდნენ, ტექნოპარკში მათ დახვდათ ტრენერი თემო სუყაშვილიო და ნატო გამცელლიძე. ტესტირების შემდგომ მოხდა პარკის დათვალიერება გიდის წინამძღოლობით, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი  კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარებასა და დრონებზე. სადილის შემდეგ გადაეცათ მაისურები, ტრენერმა მისცა საშუალება მოსწავლეებს გამოსულიყვნენ გარეთ და აეფრინათ დრონები. მათი მართვა ხდებოდა კომპიუტერის საშუალებით.
ბოლო ეტაპი იყო საკონფერენციო დარბაზში კონფერენციის ჩატარება თემაზე: საბეჭდი საშუალება, მასალების დამზადება. იყო ტელევიზია, რომელმაც ჩაიწერა ერთ-ერთი მოსწავლის ინტერვიუ, აღნიშნულ პროგრამაში  ჩართულობასთან დაკავშირებით. ამგვარი აქტივობებით მოსწავლეთა  ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და  მრავალეროვან საზოგადოებაში  ინტეგრაციას უწყობს ხელს, სწავლობს უფლებებს, მოვალეობებს, დაიცავს საკუთარ თავს, იქნება აქტიური მოქალაქე და შეძლებს დემოკრატიული, თანამედროვე პრინციპებით შვილების აღზრდას“,- წერს სავანეთის საჯარო სკოლის სამოალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება