ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსის ადგილი ვაკანტურია - იხილეთ კონკურსის პირობები
01-02-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხარაგაულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსანტს უნდა ჰქოდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი.
აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველებს მოეთხოვებათ:
განათლების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
სახელმწიფო ენის ცოდნა;
თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია. განცხადების მიღების ბოლო ვადა კი 8 თებერვალი.
საკონკურსო თემატიკისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - დეტალური ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ამ სამსახურის უფროსი დავით კიკნაძე ხარაგაულის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.