მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოქმედი სისტემის ხარვზები გამოავლინა. უწყების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დღეს მოქმედ სისტემას აქვს ძლიერი მხარეები, თუმცა იკვეთება ხარვეზებიც, რაც აფერხებს საშუალო საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას საქართველოს განათლების სისტემაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. განათლების რეფორმის პირველ ფაზას მალევე მოჰყვა ტრენინგების სერია სხვადასხვა პროვაიდერის მხრიდან. 2008-2011 წლიდან ტრენინგების სერვისის მიწოდება ცენტრალიზებული გახდა და გადაეცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დღეს მოქმედ სისტემას აქვს ძლიერი მხარეები (კერძოდ: სისტემურობა, მკაფიოობა პროფესიული წინსვლის გზებთან დაკავშირებით, ზეგავლენა მასწავლებლის ცხოვრებაზე), თუმცა იკვეთება გარკვეული ხარვეზებიც, რაც აფერხებს საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას.
კერძოდ:
ა) სქემა აგებულია დასჯა-წახალისების პრინციპებზე;
ბ) სქემას აქცენტი გადააქვს ერთეულ მასწავლებლებზე და არა სკოლაზე, როგორც ერთიან გუნდზე;
გ) ანგარიშვალდებულების სისტემა სქემაში ორიენტირებულია მასწავლებლის აქტივობებზე და მხედველობის არედან იკარგება მოსწავლე;
დ) აქცენტი კეთდება მასობრივ ცენტრალიზებულ ტრენინგებზე, რომლის ეფექტიც წინდაწინვე შეზღუდულია;
ე) მკაფიო არ არის კონცეფცია, რომელიც წარმოაჩენს კორელაციას მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სქემის ფარგლებში მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორის;
ვ) სქემაში ნაკლებად არის ასახული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში გამოკვეთილი პრიორიტეტები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.