სიახლეები
სკოლები

გაიცანით, ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე ირაკლი მორჩაძე
15-10-2021
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს.

ამჯერად, სკოლის დირექცია საზოგადოებას კიდევ ერთ ნიჭირ მოსწავლეს, მე-10 კლასელ ირაკლი მორჩაძეს აცნობს.

ირაკლი მორჩაძე სკოლას მიღწეული წარმატებებისთვის არაერთხელ დაუჯილდოვებია. ნიჭიერ მოსწავლეს განსაკუთრებით ისტორიის საგანი უყვარს და მრავალი წარმატებისთვისაც მიუღწევია.

„სამწუხაროდ, სკოლაში საქართველოს ისტორია, როგორც ცალკე საგანი, არ ისწავლება. იგი მსოფლიო ისტორიის კონტექსტში განიხილება და სახელმძღვანელოებში, მალიმალ რომ იცვლება, მცირე ადგილი აქვს დათმობილი ჩვენი ერის წარსულსა და თანამედროვეობას. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ისტორიის სწავლებას კვირაში ერთი საათი ეთმობა, არსებული არასახარბიელო მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო გახდება. ხოლო თუ რა მოსდის ერს, რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს, ამის შესახებ დიდი ილია ჯერ კიდევ საუკუნის წინ გვაფრთხილებდა. ამ პირობებში, მხოლოდ პროფესიონალ, ქვეყნისადმი გამორჩეული პასუხისმგებლობით სავსე მასწავლებლებს შეუძლიათ, თავიანთი მოვალეობის პირნათლად შესრულება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, ახალგაზრდები ინტერესდებიან  ისტორიით, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიით, და ამიტომაც უნდა გაგაცნოთ მე-10 კლასის (დამრიგებელი გიორგი ბრეგაძე) მოსწავლე ირაკლი მორჩაძე, რომელიც  გასულ სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ისტორიის ტურის ფინალისტი გახდა. ეს მისი და მისი ისტორიის მასწავლებელ ნანა ჩაკვეტაძის დამსახურებაა, რომელსაც ბევრი მოსწავლისთვის შეუყვარებია ისტორია, ზოგიერთისთვის პროფესიაც რომ გამხდარა. ირაკლის წარმატება არც გასულ სასწავლო წელს დაგვრჩენია უყურადღებოდ, იგი ვახტანგ ჭელიძის არაჩვეულებრივი „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ ორტომეულით დავაჯილდოვეთ. წელს კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერი გადავეცით, მისთვის სასურველი წიგნები რომ შეიძინოს. წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლისა და მის მასწავლებელს მომავალ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე“, - წერია სკოლის დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება