სიახლეები
სიახლეები

ორ კვირაში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ? - დირექტორები სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან
18-10-2021
-
+


საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა იწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 108 საჯარო სკოლა ეპიდვითარების გაუარესების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ასევე ონლაინ სწავლებაზეა ასეულობით კლასი სხვადასხვა სკოლიდან. მიუხედავად იმისა, რომ სკოლების ადმინისტრაციები რეგულაციებს ამკაცრებენ და ცდილობენ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელება არ მოხდეს, ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მზარდია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10%-მდე ავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ იმ ქალაქისა და სოფლის სკოლებში იქნებოდა დასწრებული სწავლება, სადაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4%-ს არ ასცდებოდა. დღესდღეობით კი ქვეყანაში ბევრად მძიმე ვითარებაა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბევრჯერ განაცხადეს, რომ მხოლოდ ის სკოლები გააგრძელებდნენ დასწრებულ სწავლებას, სადაც პედაგოგთა მინიმუმ 80% იქნებოდა აცრილი. მასწავლებლების 52%-ია ორჯერადად აცრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ 29 000-მდე პედაგოგი ჯერ კიდევ აუცრელია. ეს პირობაც დაირღვა. გამოდის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავადვე არ სცემს პატივს თავისივე გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ უწყების მოწოდებებს პედაგოგები გულგრილად ხვდებიან და არ ითვალისწინებენ.

სიტუაცია ყოველდღიურად უკონტროლო ხდება, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4000-ზე მეტია. სკოლების ადმინისტრაციები დისტანციური სწავლებისთვის მზად არიან და სამინისტროსგან ბრძანებას ელოდებიან. როგორც ჩვენთან პირად საუბრებში მასწავლებლები ამბობენ, დირექტორები მათ აფრთხილებენ, რომ ორ კვირაში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, ამის მიზეზი კი კორონავირუსის ათასობით შემთხვევა და ასეულობით ონლაინ სწავლებაზე გადასული კლასია, ასევე იმატებს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც ონლაინ სწავლებას ირჩევენ. კითხვაზე - რატომ ორ კვირაში? - პედაგოგები გვპასუხობენ, რომ მათი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.

ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სკოლების დახურვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტროში სკოლებიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის განაცხადები ყოველდღიურად შედის, თუმცა კონკრეტულად სკოლა გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე თუ მხოლოდ კლასი, ამას ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური წყვეტს.


იხილეთ ასევე: 687 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა, 108 სკოლა კი დაიხურა - სამინისტრომ სკოლებში მონიტორინგი გაამკაცრა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება