სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფსიქოლოგმა საინტერესო ტრენინგი ჩაუტარა
18-10-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლას პროექტის - SHE's GREAT!-ის ფსიქოლოგი თეკლე მაყაშვილი და „აირექსის“ წარმომადგენელი ანი ჯიქია ესტუმრნენ.

ფსიქოლოგმა მეტად საინტერესო ტრენინგი ჩაატარა:

„2021 წლის 15 ოქტომბერს სავანეთის საჯარო სკოლას პროექტ - SHE's GREAT!-ის ფსიქოლოგი  თეკლე მაყაშვილი და „აირექსის“ წარმომადგენელი ანი ჯიქია ეწვივნენ. მეტად საინტერესო იყო ფსიქოლოგის ტრენინგი. მოსწავლეებმა  გააკეთეს ხელნაკეთი ნივთები, ჩაუტარდათ „ენერგიჯაიზერები“, მხიარული თამაშები, საუბრები და ასე შემდეგ, ისაუბრეს იმ ადამიანთა კატეგორიებზე, რომლებიც ვერ ერკვევიან თავის ემოციებში, როგორ შეამცირონ ნეგატივი, მართონ თავი, როგორ შეიძლება ღირსებაშეულახავი გამოხვიდე კრიზისული სიტუაციიდან, მონახო გამოსავალი და რამ შეიძლება გაახალისოს ადამიანი.  ფსიქოლოგმა ისაუბრა ადამიანის ხასიათზე, მდგომარეობაზე, სიბრაზისგან, მრისხანებისგან თავის დაცვაზე, ემოციების მართვაზე, გაიხსენა განწყობის ფენომენი, ფსიქიკური პროცესები ელემენტებით; დაკვირვება, წარმოდგენა, ყურადღება, მოგონება, აზროვნება, წარმოსახვა, რომლებიც განწყობის ფორმირებას და მოქმედებას ემსახურება. მოსწავლეები გახალისდნენ, ჩატარდა ფსიქოლოგიური ტესტი, რომელშიც ამოიცნეს საკუთარი თავი, მოემატათ პოზიტივი, გაულამაზდათ განწყობა. პოზიტივი წარმატების გარანტიაა, რომელიც სიცოცხლეს საინტერესოს, მიმზიდველს ხდის, მით უმეტეს პანდემიის დროს, როცა მსოფლიო  დაღონებულია და  დაიკარგა  კონტაქტიც. საერთო ჯამში საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები იყო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ, გონებრივ  განვითარებას, კომუნიკაციას, ინტეგრაციას საზოგადოებაში. სწორედ სკოლის ვალია აღზარდოს სრულყოფილი პიროვნება აღჭურვილი ცოდნით, ღირებულებებით და აქტიური მოქალაქისთვის საჭირო თვისებებით“, - აღნიშნულია სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება