სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ
18-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი გრძელდება. სკოლაში თემურ სუყაშვილის ხელმძღვანელობით გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგი ჩატარდა.
„სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტი გრძელდება . 2021 წლის 16 ოქტომბერს სკოლაში თემურ სუყაშვილის ხელმძღვანელობით ტრენინგი ჩატარდა, რომელიც პროექტ - „SHE's GREAT!-ის“ გაგრძელებას წარმოადგენს. თემა გენდერია და ის ინკლუზიური გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. სამწუხაროდ, თემის ტრადიციები, გავლენა ძლიერია და აქ მცხოვრებ საზოგადოებას სტერეოტიპული შეხედულებების დამსხვრევა უჭირს. პროგრამა ფინანსდება ამერიკელი პარტნიორებისგან და ყველა დაინტერესებულია, რომ მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღოს, შეეცვალოთ აზროვნება, მოახდინონ ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებასთან, გოგონები გააქტიურდნენ, უარი თქვან ნაადრევ ქორწინებაზე, გააცნობიერონ საკუთარი უფლებები, გათავისუფლდნენ იმ ძალადობისგან, რასაც თავსმოხვეული სტიგმა, სტერეოტიპი და კლიშე ჰქვია. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ დგება მათი დრო არსებულს შეცვლიან უკეთესობისაკენ. ჰქონდათ ონლაინ ჩართვები და განხილვები. გენდერულ საკითხზე მსჯელობამ ხმაური გამოიწვია, ნაწილი ბიჭებისა მამაკაცს უპირატესად მიიჩნევდა ქალებთან შედარებით, საბოლოო ჯამში კონესუსამდე მივიდნენ. ქართული სექტორის ნაწილს, ვინც სამოქალაქო განათლებას სწავლობს, უყვართ ეს საგანი და უნდათ გახდნენ სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგები. ასეთი ტიპის პროექტები, აქტივობები აძლიერებს მოსწავლეებს, ეს კი აისახება იმ სტანდარტებზე და შედეგებზე, რომელზეც მოსწავლე უნდა გავიდეს. სამოქალაქო განათლების უპირატესობა სხვა საგნებთან შედარებით არის მისი პრაქტიკულობა და ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე იბადება ინტერესი, მონდომება, მოტივაცია მათში, მით უმეტეს, როცა დიდ-პატარა სამეურნეო საქმიანობაზე არის გადასული და სწავლა ნაკლებად აინტერესებთ. ამგვარი მეთოდები, სტრატეგიები და პროექტები მათთვის სტიმულია. არიან მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ ჩაბარებას, მომზადებას და აშ. სკოლას და მასწავლებელს დიდი როლი აკისრია ბავშვის აღზრდაში, სწორად დაკვალიანებაში, მიდგომაში, იმ მრავალმხრივი ინტელექტის და ინტერესის გაღვიძებაში, იმ პროფესიის არჩევაში, რომელსაც მთელი ცხოვრება პატიოსნად და გულიანად უნდა ემსახურონ“, - აღნიშნულია სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის განცხადებაში.