მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ხელების დაბანის მსოფლიო დღეს ნახატების კონკურსი მიეძღვნა.
კონკურსს ორგანიზება ეკოკლუბ „კამბისენეს“ლიდერებმა გაუწიეს.
„15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, რომელიც ეძღვნება აღნიშნულ თემაზე მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და ხელების საპნით დაბანა, რაც ეფექტური საშუალებაა დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.
ეკოკლუბ „კამბისენეს“ ლიდერებმა (ხელმძღვანელი მაია ლაპიაშვილი) ხელების დაბანის მსოფლიო დღეს ჩაატარეს ნახატების კონკურსი.
შერჩეულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის გამოვლინდა ორი გამარჯვებული :
ტატა ჭუაძე - მე-6-ა კლასი
მარი ალუღიშვილი - მე-6-ა კლასი
ნახატები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
• თემატიკასთან შესაბამისობა
• ჩანაფიქრის ორიგინალობა
• შესრულების ტექნიკა
• ნახატი არ უნდა იყოს გადახატული ან სხვის მიერ დახატული (პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით).
გამარჯვებულის გამოვლენა:
პირველი გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ (მაია ლაპიაშვილი, მარიამ ყოჩიაშვილი, ნინი ხუციშვილი, თინათინ პოპიაშვილი, ანანო გიგაური, ნიკა თარაშვილი, ანნა ზუბიაშვილი)
მეორე გამარჯვებული Facebook-ის ყველაზე მეტი მომხმარებლის მიერ მოწონებული ნახატია.
გამარჯვებულებს კლუბის ლიდერები გადასცემენ სიგელებს და სამახსოვრო საჩუქრებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც