ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში გარემოსდაცვის შესახებ სასწავლო პროექტი ჩატარდა.პროექტის სახელწოდება იყო „ჩვენ და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.“
სამიზნე ჯგუფი მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები იყვნენ. პროექტის განმავლობაში ისაუბრეს თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანმა ბუნებას და თუ რამდენად აუცილებელია, რომ გარემოს გავუფრთხილდეთ.
„2021 წლის 7 ოქტომბერს ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო პროექტი „ჩვენ და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ!“
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში ესგ-ით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის განვითარება, რაც თავის თავში მოიცავს თავისუფალი, შემოქმედებითი, კვლევისა და ანალიზის, ინფორმაციის მოძიებისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.
პრიორიტეტული იყო - „ჯანსაღი გარემო და ცხოვრება“ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა: მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო; როგორ მოაწყოს საცხოვრებელი გარემო, ურთიერთობები.
სასწავლო პროექტი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებას, ჯანსაღად მცხოვრები მოქალაქის აღზრდას და აქედან გამომდინარე, მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.
პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო: მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავეები. პროექტის ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ბოლქვაძე და ქიმიის მასწავლებელი თინათინ ბერიძე.
პროექტი იყო ორკვირიანი და მოსწავლეები დისტანციურად მუშაობდნენ საკითხებზე თიმსის პლატფორმით, დასკვნითი ღონისძიება კი ჩატარდა სასკოლო გარემოში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემები და პრეზენტაციები ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, ცხოველებზე, კონფლიქტებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე. დამსწრე პედაგოგებმა მოსწავლეებს მოუწოდეს გარემოს დაცვისა და გაუმჯობესებისაკენ, ხოლო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: სასკოლო გარემო კონტინენტებსა და საქართველოში“. მოწვეულმა მოსწავლეებმა ელისო აბაშიძემ და ლედი დიასამიძემ წაიკითხეს ლექსები ბუნებაზე. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები.
არაერთი მოწოდება გაისმა გარემოს დაცვის, ბუნებისა და ცხოველთა დასაცავად, ადამიანური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ჯანსაღი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს ქალბატონ ირმა ბოლქვაძესა და ქალბატონ თინათინ ბერიძეს, დისტანციური სწავლების მიუხედავად, აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროქტში და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველთვის ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაცია. ასევე დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: