სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეს, სტიპენდიატ ემზარ დარახველიძეს აგლი აბზიანიძის სახელობის სტიპენდიის დამაარსებლები შეხვდნენ
18-10-2021
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლას აგლი აბზიანიძის სახელობის სტიპენდიის დამაარსებლები ესტუმრნენ და მოსწავლეებს და ახალ სტიპენდიანტ ემზარ დარახველიძეს შეხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი მასწავლებელი აგლი აბზიანიძე ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლ პედაგოგი გახლდათ. სკოლაში არის მისი სახელობის კაბინეტიც.

აგლი აბზიანიძე, ამ სახელსა და გვარში ჩვენი სკოლის თითქმის მთელი ისტორიაა ჩატეული, რადგან იგი მარტო ის მასწავლებელი კი არ იყო, ვინც წლების წინ ახლად დაარსებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლის სათავესთან იდგა, არამედ ადამიანი, რომელმაც დიდად განსაზღვრა სკოლის ავტორიტეტი. გარდა იმისა, რომ იყო მათემატიკის შესანიშნავი პედაგოგი, იყო აღმზრდელიც, რომელმაც წარუშლელ კვალი დატოვა აღზრდილების ცხოვრებაში.  

რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლაში ქალბატონი აგლის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა, მისმა შვილებმა, ბატონმა ვაჟა და ქალბატონმა ქეთევან ჯუღელმა დედის სახელობის სტიპენდია დაარსეს წარჩინებული მოსწავლისათვის, რამაც ხელი შეუწყო მათ მოტივაციას. წელსაც მობრძანდნენ სკოლაში ბატონი ვაჟა, ქალბატონი ქეთევანი და ბატონი მერაბ კვიცარიძე (სამივე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კუსდამთავრებული), შეხვდნენ მოსწავლეებსა და ახალ სტიპენდიანტ ემზარ დარახველიძეს (მე-8 ე კლასი, დამრიგებელი ანა წურწუმია), წარმატებები უსურვეს მას და ყველას, ვისთვისაც განათლების მიღება უპირველეს ინტერსს წარმოადგენს და ერთი კარგი გაკვეთილის ტოლფასად აჩვენეს, რას ნიშნავს კარგი დედის შვილობა და როგორ წაადგება ქვეყანას მეგობრული ოჯახის სიკეთე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება