მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს აქვთ კოვიდი, გადაედოთ მოსწავლეებსაც; ამ ამბავს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია - დღესაც 500 ბავშვია სკოლაში; ვშიშობ, ინფექცია კიდევ ბევრს ექნება უსიმპტომოდ“... - ეს ინფორმაცია etaloni.ge-ს დღეს მიაწოდეს და ბუნებრივია, მისი გადამოწმება პირდაპირ ადრესატთან გადავწყვიტეთ, მით უმეტეს, რომ წყაროს პრეტენზია ჰქონდა, რატომ არ გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.
etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა, ირმა ბერიძემ განუცხადა, რომ ქართულის მასწავლებელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შეუძლოდ ყოფნის გამო სკოლაში არ დადიოდა, ხოლო ინფიცირებული მოსწავლე მისი ოჯახის წევრია, რომელიც ასევე არ ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს.
„ინფიცირებული მასწავლებელიც და მოსწავლეც უკვე ორშაბათიდან არ დადიოდნენ სკოლაში, რადგან თავი შეუძლოდ იგრძნეს და შემდეგ კორონავირუსიც დაუდასტურდათ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრთან, რომლის რეკომენდაციის თანახმად - თუ კოვიდინფიცირებულ პირს ბოლო 48 საათის განმავლობაში არ ჰქონია შეხება სკოლასთან, არც სკოლა და არც კლასი არ ექვემდებარება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას. ასევე მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას უტარდებათ გეგმური ტესტირება და კორონავირუსის სხვა შემთხვევა სკოლაში არ გამოვლენილა, შესაბამისად სწავლას ვაგრძელებთ დასწრებულ ფორმატში“.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა; რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით კორონავირუსი მასწავლებლების 0,9 , ხოლო მოსწავლეების 0,6 პროცენტს დაუდასტურდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.