მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის პირველკლასელები დედა ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
პედაგოგმა, ირმა ეძგვერაძემ მოსწავლეებს თემაზე - „აი ია“ მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა. პედაგოგმა სასწავლო პროცესისას არაერთი სასწავლო რესურსი და ვიზუალური მასალა გამოიყენა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„იაკობ გოგებაშვილმა ჩვენ „დედა ენა“ გვაჩუქა. ასე სიყვარულითა და სითბოთი მოეფერნენ ჩემი პატარები სიბრძნის წიგნს, ეზიარნენ ანბანის საოცარ ძალას, იმოგზაურეს „საანბანეთში“, რომელიც მეტად მრავალფეროვანი და სახალისო გამოდგა. მუდამ გეზეიმოთ, გეხაროთ და გეშრიალოთ ჩემო თვალხატულებო!“,- აღნიშნავს პედაგოგი ირმა ეძგვერაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც