სიახლეები
ეტალონი

„მიხარია, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ასე აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ“- დმანისის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
18-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა დმანისელი მოსწავლე „ეტალონისა“ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

გამარჯვებულ მოსწავლეს, მის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელეს და მერიის წარმომადგენელს etaloni.ge დაუკავშირდა.

ემილია ბაგიროვა, „დმანისის ეტალონი მოსწავლე“, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე:

ძალიან გამიხარდა, რომ „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მე დავიმსახურე. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. კონკურსში მოცემული შეკითხვები ჩემთვის რთული არ იყო, თუმცა შედარებით მეტი დრო მათემატიკაში დამჭირდა, მაგრამ მაინც გამარჯვებული გავხდი. სკოლაში კარგად ვსწავლობ და ეს ძალიან დამეხმარა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. მინდა, „ეტალონს“ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი საინტერესო პროექტი შექმნა და მოსწავლეებს საკუთარი თავისა თუ ცოდნის გამოცდის საშუალებას გვაძლევს.

შაქირ ჩემბაროვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი და უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ვფიქრობ, ეს კონკურსი უფრო ხშირადაც კი უნდა ტარდებოდეს. ჩვენმა სკოლამ წელს დიდ წარმატებას მიაღწია და „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩვენმა მოსწავლემ, ემილია ბაგიროვამ დაიმსახურა; ასევე, მესამე და მეოთხე ადგილებიც ჩვენს ბავშვებს ერგოთ, რის გამოც ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ. ვულოცავ ემილიას ამ დიდ წარმატებას და სკოლის სასახელოდ კიდევ ბევრ წინსვლას ვუსურვებ. მსურს, „ეტალონს“ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მოსწავლეებს მუდამ გვერდით უდგას და მათი ცოდნის გასაღრმავებლად თავდაუზოგავად შრომობს.

ნატო კვარაცხელია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მსურს ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით გამარჯვებულს - ემილია ბაგიროვას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. არაქართულენობანი მოსწავლეებისთვის წარმოუდგენლად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო, რომ „დმანისის ეტალონის მოსწავლის“ სტატუსის მფლობელი გოგონა პირველივე კლასიდან გამორჩეული ბავშვი იყო. ლოგიკურად მოაზროვნე მოსწავლეა და ვფიქრობ, ეს თვისება გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. ირგანჩაის სკოლა 2017 წლიდან „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობს. პირველივე წელს ჩვენმა მოსწავლემ მესამე ადგილი დაიკავა და თავად, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი იყო გაოცებული, რომ აზერბაიჯანულენოვანმა მოსწავლემ ასეთი დიდი კონკურენცია გასწია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებში ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს. კითხვებიც ისეთი პრინციპით არის შერჩეული, რომ ამ უნარს სწორად აყალიბებს. ვფიქრობ, ყველა მოსწავლემ უნდა მიიღოს ჩემპიონატში მონაწილეობა. აი, ასეთი გამარჯვებებიც რა თქმა უნდა მოსწავლისთვის მოტივატორია; „ეტალონი“ მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს უყალიბებს იმისთვის, რომ ცხოვრებას მზად შეხვდნენ.

ბელა ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

მინდა ვთქვა, რომ „ეტალონთან“ უკვე ძალიან დიდი ხანია სიხარულით ვთანამშრომლობთ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სტიმულია და მინდა ამისთვის მთელ გუნდ მადლობა გადავუხადო. ასევე, მსურს ეს დიდი გამარჯვება მივულოცო ინგარჩაის საჯარო სკოლას. მიხარია, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ასე აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ „ეტალონის“ ჩემპიონატში.

ნინო ომნიაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებში ერთგვარი მოტივატორია. ასეთი ინტელექტუალური და შემეცნებითი კონკურსი მოსწავლეებისთვის წამახალისებელია და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს გვერდში ვუდგავართ. ზედიზედ მეორე წელია ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები აქტიურობენ და ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება დიდია. პანდემიიდან გამომდინარე უფრო მეტად ჩართულობა ვერ შევძელით, თუმცა ჩვენი წარმომადგენელი მარიამ ქოჩრაძე კონკურსის მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო და აქვე, გამარჯვებულ მოსწავლეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვფიქრობ, „ეტალონი“ ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და ამისთვის მადლობელი ვარ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება