სიახლეები
სკოლები

ჯვარის N3 სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
19-10-2021
-
+


18 ოქტომბერს, მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ეკატერინე ქარდავას, პედაგოგებს და მოსწავლე-ახალგაზრდებს​ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია და წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სარია შეხვდნენ. 

მათ სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა. ისაუბრეს თანამშრომლობით საორგანიზაციო საკითხებზე.

სამოქმედო პროგრამა ემყარება: საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.  

მუშაობის მიზანია:
ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება.
ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება.
გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებთან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება