მოსწავლეები ტელესკოპის საშუალებით ციურ სხეულებს, ჩვენი გალაქტიკის პლანეტებსა და მზეს აკვირდებოდნენ.
„დღისით მზის დისკოზე ლაქები აღმოაჩინეს, აგრეთვე ღამით დააკვირდნენ მთვარეს, მასზე გარკვევით დაიმზირებოდა კრატერები და რელიეფი, აგრეთვე დააკვირდნენ პლანეტა იუპიტერს, რომლის ირგვლივაც კარგად სჩანდა ოთხი თანამგზავრი. დაინახეს თვით იუპიტერის ფერადი ზოლიც, რომელიც პლანეტას მთელ ზედაპირზე გასდევდა“, - განაცხადა მაკრინე კობახიძემ.
მოსწავლეებმა დაკვირვებები რამდენიმე დღის შემდეგაც გაიმეორეს, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ მზის ლაქების ზომა, ფორმა და მდებარეობა იცვლება, იუპიტერის თანამგზავრები კი მოძრაობენ პლანეტის ირგვლივ.