სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„იყო „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის, საამაყოა არა მხოლოდ დამრიგებლისა და კონკრეტული კლასისთვის, არამედ სკოლისთვის“
25-10-2021
-
+


Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერსო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ მიიღონ ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლსის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნამანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოვლედღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.

პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულის მაგალითია ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგი ლიკა კვირიკაძე, რომელიც izrune.ge-ს კიდევ ერთ გამოწვევას - საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასის“ პროექტში დიდ ენთუზიაზმით ჩაერთო და Etaloni.ge-სთან საუბარში ისიც აღნიშნა - ეს სტატუსი არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეების, რამედ ზოგადად სკოლის პრესტიჟიაო.  ქალბატონმა ლიკამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ izrune.ge მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდაზე მუდამ ზრუნავს და მათთვის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

„საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“ მშობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პროექტის დამსახურებით მათ ზუსტად იციან ბავშვების შესაძლებლობები. 



- ქალბატონო ლიკა, რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის ყოფნა?

- ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია... იყო „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის, საამაყოა არა მხოლოდ დამრიგებლისა და კონკრეტული კლასისთვის, არამედ  სკოლისთვის. ეს პროექტი და ზოგადად izrune.ge ჩვენთვის მოტივატორია და ვფიქრობ, სწავლების მხრივ უფრო დიდ ინტერესსაც გამოიწვევს; თუმცა ამ სიხარულთან ერთად პროექტში ყოფნა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

- მოსწავლეებიც ასეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ წოდებას?

-  აღნიშნული პროექტი, ვფიქრობ კიდევ ერთი დამატებითი აქტივობაა, რომელიც ბავშვებისთვის მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს. მინდა ვთქვა, რომ izrune.ge მხოლოდ მოსწავლეებისთვის კი არა, მშობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, შვილები ისეთ აქტოვობაში იყვნენ ჩართულები, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მისცემს და დროს ფუჭად არ დაკარგავენ.

-  დღეს ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა... ასეთ დროს რა როლის აქვს არაფორმალური განათლების ისეთ პროექტს, როგორიც არის izrune.ge?  

-  ჩემი შვილის მაგალითზე ვიტყვი - ყოველ ხუთშაბათს დიდი ინტერესით ელოდა, რომ ტესტებში ჩართულიყო.  ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა ტესტების გავლას. პანდემიის გამო დისტანციური სწავლების დროს რაღაც საკითხები განხილვის მიღმა რჩებოდა, თუნდაც ის რომ მოსწავლეებს დამატებითი ლიტერატურა წაეკითხათ. izrune.ge კი როგორც მშობელს, მეხმარებოდა - ჩემი შვილი და მოსწავლეები ამ აქტივობით ბევრ სიახლესა და ინფორმაციას შეიმეცნებდნენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია - ტესტების გავლა მათში სწავლისადმი ინტერესსა და პასუხისმგებლობას ზრდის.

- რამდენად მოსწონთ თქვენს მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტები?

-  ბავშვებს ძალიან მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები, რადგან ყოველთვის აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ. ისევ პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ როდესაც ჩემს შვილს რაიმე სირთულე ხვდება, მეტად განიცდის და ნერვიულობს, izrune.ge-ს ტესტები კი ისეა შედგენილი, ბავშვებს სტრესის ქვეშ არ აყენებს, პირიქით, სტიმულს აძლევს, უკეთ ისწავლონ, მეტი წიგნი წაიკითხონ და იყვნენ საუკეთესოები, საუკეთესოთა შორის - რაც მეტ ქულას აგროვებს ბავშვი, მეტად უხარია და მონდომებული ხდება. ფაქტია, izrune.ge მართლაც საოცარი პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების წინსვლასა და წარმატბას ემსახურება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება