სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„პანდემიის პირობებში ძალიან რთულია რეგიონის სკოლებში მუშაობა და სწავლება“ - ეთერ წილოსანი, ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის სკოლის დირექტორი
19-10-2021
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი 38 წელია, რაც საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურადაა ჩართული, აქედან ბოლო 10 წელი სკოლის დირექტორის პოზიციაზე მუშაობს და თაობების აღზრდას ემსახურება. ქალბატონმა ეთერმა სკოლის დირექტორობამდე საინტერესო გზა განვლო - მისი კარიერა მთის პატარა სოფლის სკოლაში ფიზიკის მასწავლებლობით იწყება და როგორც თავად Etaloni.ge-ს უამბო, მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა განათლების მეთოდისტად, რესურსცენტრის ხელმძღვანელად, ხოლო 2011 წლიდან სკოლის დირექტორია.

ეთერ წილოსანი: რეფორმის კვალდაკვალ მეც ვიზრდებოდი, ჩემი გამოცდილებაც იზრდებოდა. ვეხმარებოდი უამრავ სკოლას, უამრავი სკოლის მასწავლებელს. ყველაფრის პარალელურად ვმუშაობდი სკოლაში პედაგოგად, 2006 წლიდან კი ვიყავი რესურსცენტრის ხელმძღვანელი... 2011 წლიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. ძალიან მიყვარს ბავშვები, ჩემი კოლეეგები და მათთან ურთიერთობა; ვცდილობ, რომ მათთვის მისაღები ღირებულებები წინა პლანზე წამოვწიო, ყოველთვის მათ გვერდით ვარ და შეუძლებელია არ აღვნიშნო - გვყავს ძალიან მშრომელი, პასუხისმგებლიანი კოლექტივი. ამის შედეგია, რომ სკოლაში გვყავს 3 მენტორი, 12 წამყვანი, 28 უფროსი მასწავლებელი და ვფიქრობ, გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის მათ წარმატებაში.

- რას ნიშნავს, როცა სკოლა ისეთი ცნობილი ადამიანის სახელს ატარებს, როგორიც ნიკო მარია, არის თუ არა ეს დამატებითი პასუხისმგებლობა თქვენთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის?

- როცა მე მივედი, სკოლას ნიკო მარის სახელობის აღარ იყო, უბრალოდ საჯარო სკოლა გახლდათ... არადა, ეზოში იყო ნიკო მარის სახლ-მუზუმი და მივიღეთ გადაწყვეტილება, სკოლას მისი სახელიც დაბრუნებოდა. მოვიწვიეთ მისი ახლობლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მოვაწყვეთ ღონისძიება, რადგანაც ის საუკეთესო მაგალითი იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გამოჩენილი პიროვნებებისადმი მეტად გავაღვივოთ ბავშვების ინტერესი... ამის გარდა, 2013 წელს, სკოლაში გავხსენით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების ვარსკვლავი, რადგან ოთხი მათგანი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული იყო  და მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ამ გმირი ბიჭების შესახებ.

- თითქმის 2 წელია, რაც ეპიდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა და ასევე სწავლა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს როგორც სკოლის დირექტორი, რას ნიშნავს პანდემიის დროს სკოლის მართვა?

- პანდემიის პირობებში ძალიან რთულია რეგიონის სკოლებში მუშაობა და სწავლება, რომ სასწავლო პროცესი იყოს პოზიტიური, ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი. არიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ საჭირო ტექნიკა, უწყვეტი ინტერნეტკავშირი... ეს კი დიდ პრობლემას გვიქმნის და ჯერჯერობით ვერ გვარდება სოფლების ინტერნეტიზაციის პრობლემა. 

- ერთი თვეა რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო და სკოლებში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდბა. რა ვითრებაა თქვენთან და როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევებს? 

- ჩვენი სკოლა, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი კვირა იყო გახსნილი -  მას შემდეგ ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვართ. 25 ოქტომბერს უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში და სკოლა აბსოლუტურად მომზადებული დახვდება მოსწავლეებს, კოლექტივის 87 პროცენტი აცრილია და ვირუსიც ბავშვისგან, ან მშობლისგან მოდის. პირველივე კვირაში დავხურეთ ორი კლასი, შემდეგ სამი და მოგვიანებით, იძულებულნი გავხდით, მთლიანად სკოლა გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე.

- ინფიცირების მატებასთან ერთად ხშირად საუბრობენ, რომ მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ თქვენს სკოლაში?

- საერთოდ ვფქირობ, რომ ქვეყანაში მიმდინარე კარგ თუ ცუდ მოვლენებს ყველაზე მეტად მასწავლებლები აღიქვამენ და ყველაზე დადებითად მასწავლებლები აფასებენ. ამიტომ ჩემი მასწავლებლების მხრიდან არ ყოფილა პროტესტი, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მასწავლებელი გვყავს თანმხლები დაავადებების მატარებელი, მათაც გამოკვლევები ჩაიტარეს და მზად არიან ვაქცინაციითვის.

- მასწავლებლების დატვირთვაც გაიზარდა, განსაკუთრებით ონლაინ სწავლების პირობებში. როგორ ფასდება მათი შრომა?

- მასწავლებლების შრომა ნამდვილად ძალიან გაიზარდა, იმიტომ, რომ ჩვენ ორ ცვლაზე ვართ გადასული, მთელი დღე ფაქტობრივად გაკვეთილებია... აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან დამლაგებლები, მთელი ტვირთი მათზე გადადის - დამთვრდება პირველი ცვლა და დეზინფექცია უნდა ჩაატარონ, საკლასო ოთახები დაასუფთავონ და ა.შ.  შრომა უწევთ მათაც და ამ დროს მინიმალური ხელფასი აქვთ, რაზეც ძალიან მტკივა გული და ყველანაირად ვცდილობ, გამოვნახო რესურსი, რათა დავეხმარო.

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლები ისევ შეიძლება დაიხუროს და სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდეს?

- ჩვენს სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ დამატებია და ვფიქრობ, 25 ოქტომბერს დავუბრუნდებით დასწრებით სასწავლო პროცესს. ჩემმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს - ყველა არ იყო გაწაფული კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, პირველად ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი ვიმუშავეთ საკუთარ თავზე და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მასწავლებელი ერთმანეთზე უკეთ ართმევს თავს დისტანციურ გაკვეთილებს, თანამედროვ მოთხოვნების შესაბამისად.

- რა არის თქვენი სურვილი ამ სასწავლო წელს?

- პირველი, რა თქმა უნდა არის, როგორმე მოვერიოთ კოვიდს. ვისურვებდი, რომ მშობლების, მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს რეგულაციების დაცვას. უფრო მეტი თანამშრომლობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაა საჭირო, უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, კონტროლის გამკაცრებაც ამ სიტუაციაში არ იქნება ურიგო. ჩემი სურვილია, ბავშვები დაუბრუნდნენ სასკოლო გარემოს, რადგან ვერ ცვლის ვერანაიარი დისტანციური სწავლება რეალურ, ფიზიკურ გარემოს, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას უშუალოდ გაკვეთილზე. სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებს უკვე უჭირდათ საკუთარი ქცევის რეგულირება, წერა-კითხვა და და ფაქტობრივად ინტერნეტსა თუ კომპიუტერზე დამოკიდებულნი გახდნენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე 

ღონისძიება ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა, რითიც სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი მოგონება ჩაიწერა 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება