სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა დარეგისტრირდეს მშობელი ელექტრონულ ჟურნალში? - შვილების ნიშნების და გაკვეთილებზე დასწრების ნახვა ყველასთვის ხელმისაწვდომია
28-11-2021
-
+


მოსწავლეთა მშობლებს ელექტრონულ ჟურნალში შვილების აკადემიური მოსწრების ნახვა შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, მშობელი დარეგისტრირდეს შესაბამის ვებგვერდზე და თვალი ადევნოს ელექტრონულ ჟურნალს. სიახლე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია ყველასთვის. თუ აქამდე დასაქმებულ მშობლებს  ნიშნების სანახავად სკოლაში მისვლა და მასწავლებლებთან კომუნიკაცია უჭირდათ, დღეს მათ შვილების გასაკონტროლებლად მხოლოდ ინტერნეტი სჭირდებათ.

როგორ უნდა დარეგისტრირდეს მშობელი ელექტრონულ ჟურნალში?

რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე https://onlineschool.emis.ge/auth. უნდა აირჩიოთ ღილაკი  „მშობლის რეგისტრაცია“, ჩაწეროთ პირადი ნომერი, რის შემდეგადაც ეკრანზე გამოჩნდება მობილურის ნომერი, სადაც მოგივათ დასტურის კოდი. დასტურის კოდის ჩაწერის შემდეგ ახალ ორ ფანჯარაში ჩაწერთ ახალ პაროლს. პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ რვა სიმბოლოს და უნდა ერიოს რიცხვებიც.

თუ თქვენი ნომერი არასწორად იქნება მითითებული ან საერთოდ არ ეწერება ნომერი, უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება 2021-2022 სასწავლო წლიდან სავალდებულო გახდა, მატერიალური ჟურნალი კი საერთოდ გაუქმდა. მშობლებს, ვებგვერდზე https://onlineschool.emis.ge/auth რეგისტრაციის შემდეგ, შვილების ნიშნებისა და დასწრების ნახვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება