მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 19 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ხარაგაულის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ვარდო ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონი“ გადასარევი პროექტია, კმაყოფილები ვართ და ძალიან მოგვწონს. მოსწავლეების დაინტერესებაც დიდია. უბრალოდ სოფელში ცოტა ინტერნეტის პრობლემა არის და ზოგიერთ მოსწავლეს ტესტის გავლა სწორედ ამის გამო გაუჭირდა. ზოგადად, ჩვენ ეს პროექტი ძალიან გვიყვარს, ბავშვებიც ელოდებიან ხოლმე როდის დაიწყება. „ეტალონით“ მთელი სკოლა, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დაინტერესებული არიან. როდესაც მოსწავლეები ტესტებს ნახულობენ, უფრო მეტად ფიქრობენ მერე თუ რაიმე ისეთი შეხვდათ, რაც აქამდე არ იცოდნენ, უნდათ, რომ ისწავლონ. ცდილობენ ამ კითხვებზე პასუხები იპოვონ და ცოდნა აიმაღლონ. „ეტალონი“ მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მოსწონთ, როდესაც კითხვებს სწორად პასუხობენ, ეს მათ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს. თუ რაიმე საკითხი გაუჭირდათ იმასაც ფიქრობენ, რომ შემდეგში კიდევ აქვთ შანსი და დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებენ, გამოასწორებენ.“
გოჩა კვინიკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლის დირექტორი:
„საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში უკვე დიდი ხანია, რაც ჩართული ვართ. კონკურის პირველი ეტაპი წელსაც სრულყოფილად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. ბრწყინვალე პროექტია, ბავშვები მონდომებულები არიან, ყველა ჩართულია. პედაგოგებიც ძალიან გულშემატკივრობენ მათ. მსგავსი კონკურსებით მოსწავლეები ზოგადი განათლების დონეს იმაღლებენ, მონდომებულები არიან. ჩემი აზრით, კონკურსი ბავშვზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს, რასაც პანდემიის გამო ძალიან მოკლებული ვართ და ამიტომაც მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რადგან თქვენ აქტიურობთ და ამ სიტუაციაშიც კი პროექტს აგრძელებთ.“
ნათელა აბესაძე, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონით“ ბავშვები ძალიან დაინტერესებული არიან, კარგი პროექტია. ჩართული მოსწავლეები ტესტებს დამოუკიდებლად აკეთებენ, კითხულობენ სხვადასხვა ლიტერატურას, რათა შემდეგი ტურისთვის მოემზადონ. ტესტირებას ახლაც დიდი სიხარულით შეხვდნენ. პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციურ ფორმატში რომ მიმდინარეობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ტესტირების გავლა მობილური ტელეფონითაც კი შეუძლიათ. შესაბამისად, დისტანციური ფორმატი მოსწავლეებისთვის ძალიან მოსახერხებელია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ. მე მყავს ახლა ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც პირველ ადგილზე რომ გასულიყო ერთი-ორი ქულა დააკლდა ხოლმე და ახლა ცდილობს, რომ შემდეგი წლისთვის უფრო მეტი იმეცადინოს, სხვადასხვა ლიტერატურას გაეცნოს და ცოდნა გაიღრმავოს. ერთი სიტყვით, ამ პროექტით მოსწავლეებს თვალსაწიერი უფართოვდებათ.“
იზოლდა ოკრიბელაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის ნამდვილად მოტივატორია. ბავშვებისთვის კონკურსები, შეჯიბრებები ძალიან კარგია, ინტერესით ერთვებიან მასში. ჩემი აზრით, ტესტირება ონლაინ რეჟიმში კიდევ უფრო ხელსაყრელია, რადგან სადმე წასვლა და ტრანსპორტირება არ უწევთ. ზოგადად, მივესალმები ონლაინ ტესტირების ფორმატს.“
ქეთინო ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი:
„წლებია, რაც „ეტალონში“ ჩართულები ვართ. ძალიან კმაყოფილი ვარ, მომწონს, ინტერესი გამოიწვია. ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. პროექტმა იმ ცოდნის დონე გამოაჩინა, რაც თითოეულ სკოლაშია. ჩვენს სკოლაში 9 კლასია და მეორე ეტაპზე მე-9 კლასელი 3 მოსწავლე გადავიდა, რითაც ძალიან გახარებულები ვართ, ბავშვებს ეს წარმატება მივულოცეთ კიდეც. მოსწავლეებს ძალიან უხარიათ და ელოდებიან პარასკევს - მეორე ეტაპს. მსგავს კონკურსებში მონაწილეობა სწავლის მიმართ მოსწავლეთა განწყობაზე დადებითად მოქმედებს, ინტერესი უფრო მაღალი აქვთ. დღეს უკვე სახელმძღვანელოებს ეძებდნენ, სადაც მეტი ინფორმაციის მოპოვებას შეძლებდნენ. შესაბამისად, სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. უღრმესი მადლობა „ეტალონს“ ასეთი აქტიური და კარგი პროექტისთვის.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა