მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 აპრილის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა რენესანსის ეპოქის, იტალიელი მოქანდაკისა და მხატვრის მიქელანჯელო ბუონაროტის 6 გრაფიკულ ნამუშევარს უმასპინძლებს.
გრაფიკული ნამუშევრები ფლორენციის, „კაზა ბუონაროტის “ მუზეუმის კოლექციიდანაა.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატვის მუშაობის პერიოდში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.
დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა“ და ფიგურებს ფრესკისთვის „სამოთხიდან განდევნა“. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად“ იხილონ.
გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოადგენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი