საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
თიკო ტაბატაძე - XI კლასი;
ანა ტაბატაძე - IX კლასი;
ნინი ბაკურაძე - XI კლასი;
ნინო კიკნაძე - XI კლასი;
ანა კიკნაძე - XI კლასი;
მარიამი კამკამიძე - X კლასი;
სალომე წარიაშვილი - X კლასი;
ქრისტინე კურტანიძე - X კლასი;
გიორგი წარიაშვილი - VIII კლასი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.