მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში ჯამში 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ფინანსური წახალისება:
„2018-2020 წლებში 3500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის სემესტრული საფასური. 2021 წელს, ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ დაფინანსების წესში და შეიძლება ითქვას, რომ გავაორმაგეთ დასაფინანსებელთა რაოდენობა. გარდა ამისა, წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გვაქვს მერიის სემესტრული სტიპენდია, რომელიც 2018-2020 წლებში 900-მდე სტუდენტმა მიიღო. გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2021 წლიდან ეს რიცხვიც გაორმაგდა და 2021 წლის განმავლობაში ჯამში 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ეს ფინანსური წახალისება. ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანადგომა, რომ მათ თავიანთი განათლებით, თავიანთი წარმატებებით ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.