ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ შემდეგ მოსწავლეებს:
თორნიკე მოდებაძე (XI კლასი);
ლუკა მოდებაძე (IX კლასი);
შორენა ცისკაძე (XI კლასი);
დიანა ლომსაძე (XI კლასი);
სალომე კვინიკაძე (VIII კლასი).
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.