მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. თუმცა აბიტურიენტები კვლავ სამი საგნის მიხედვით ჩაირიცხებიან.
ცვლილებები შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის გამოცდის ტესტებშიც - ამ სიახლეების შესახებ დღეს გახდა ცნობილი და ბუნებრივია, იმთავითვე გაჩნდა უამრავი კითხვა, მოსაზრება და ჯერჯერობით ცოტა ბუნდოვანია, რას მოუტანს ეს ყველაფერი აბიტურიენტებს, ან რა გამოწვევების წინაშე დადგება მთლიანად სისტემა. ამ კითხვებით Etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველ ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს მიმართა:
„ამ ინიციატივას სიახლეს ვერ ვუწოდებთ. დავუბრუნდით რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობას. იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილება იყო ამ არჩევანის აბიტურიენტებისთვის წართმევა, ახლა კი ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებაა. ეს არის არჩევანი ვისთვის? აბიტურიენტებზეა აქცენტი გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ დამკვეთი არის უმაღლესი სასწავლებელი და უნდა გავითვალისიწინოთ, როგორი სტუდენტების მიღება სურთ მათ. მეორე ფაქტორი - თუ უკან დავბრუნდით და იგივე ფორმას ვთავაზობთ, მაშინ გაუგებარია ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება, უმაღლესისთვის ხომ მნიშვნელოვანია, მიიღოს ისეთი სტუდენტი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს აკადემიური უნარები?! ეს არასწორი ნაბიჯია და კარგი იქნებოდა, მეტად დაფიქრებულიყვნენ. არ დაგვავიწყდეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ემსახურება უმაღლეს სასწავლებლებს. გარდა ამისა, რაც უფრო კომპლექსური და რთულია საგამოცდო სისტემა, მით რთულია შეინარჩუნო გამჭირვალობა, ამ ცვლილებისას მნიშვნელოვანია რამდენად სამართლიანად მოხდება გრანტის გადანაწილება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვხედავ ძირეული რეფორმის და არა კოსმეტიკურის საჭიროებას“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
იხილეთ: 2022 წლის ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების არჩევანი გაიზარდა
გაეცანით შეცვლილი ტესტების ნიმუშებს - ცვლილებები ქართული ენასა და ლიტერატურაში და გეოგრაფიაში შევიდა
შეიცვლება თუ არა გრანტის გადანაწილების წესი - ნუნუ მიცკევიჩი განმარტებას აკეთებს
აბიტურიენტები ქართულში ერთ თემას დაწერენ, გეოგრაფიაში კი რუკა აღარ ექნებათ - გორგოძე 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე
მათემატიკისა და ისტორიის გარდა აბიტურიენტებს სხვა საგნის არჩევის უფლებაც ექნებათ - რა სიახლეები შევიდა ეროვნულ გამოცდებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განიხილეს არაბული და რომაული რიცხვების წარმოშობის ისტორია
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა