სიახლეები
პიროვნება

„პედაგოგებს თანადგომა, გამხნევება, წახალისება და სიახლეების სწავლება სჭირდებათ“- როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოცაძე
21-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . . 

- დაბნეულობა და გაურკვეველი შიში, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

- მოსწავლეს სურს. . . 

- თავისუფლება.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . . 

- დააჯერო სასკოლო საზოგადოება, რომ შიში ხელს გვიშლის სირთულეებთან გამკლავებაში და დაარწმუნო, შეეცადონ არ აყვნენ პანიკას, მიეჩვიონ ასეთ ვითარებაში ცხოვრებას, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.  

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . . 

- გამოიყენო შესაძლებლობების მაქსიმუმი, საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- სტაბილურ სასკოლო გარემოს, მეტად მოტივირებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მეტ მოსწავლეს ჩემ სკოლაში.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . . 

- თანადგომა, გამხნევება, წახალისება, სიახლეების სწავლება.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . . 

- ეთიკის და შრომის გაკვეთილებს - ჩემი აზრით, მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა საზოგადოებაში მოქცევის, ჩაცმის, საუბრის, და სხვ. კულტურის სწავლება. აგრეთვე, პროფესიული მიმართულებით განვითარება, ადრეული დროიდან საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვევების ჩამოყალიბების გზით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება