ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული“ ფარგლებში, პედიატრ ირინა ქოქოლაძეს შეხვდნენ
21-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში პროექტის - „სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული“ განხორციელება დაიწყო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში IVა და IVბ კლასის მოსწავლეებს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული პედიატრი ირინა ქოქოლაძე შეხვდა.
მას მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
IVა და IVბ კლასების ხელმძღვანელები დონარი ჭელიძე და ნანა აბესლამიძე არიან.
„ჭარნალის საჯარო სკოლაში IVა და IVბ კლასში, რომლის ხელმძღვანელები არიან დონარი ჭელიძე და ნანა აბესლამიძე, დაიწყო პროექტის განხორციელება „სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული“.
მიზანი:
• სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება;
• სწავლის როლი მათი სამომავლო კარიერული წინსვლისათვის;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის ფარგლებში, 20 ოქტომბერს გვქონდა შეხვედრა, ჭარნალის საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულთან პედიატრ ირინა ქოქოლაძესთან. ის შეხვდა მოსწავლეებს, გაესაუბრა Covid -19 -თან დაკავშირებულ რეგულაციებზე, ასევე პირველადი ჰიგიენისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წესებზე. მოსწავლეებმა დაუსვეს შეკითხვები - როგორ გაიარა მან ცხოვრების ყოველი ეტაპი, როგორ დაძლია სწავლასთან დაკავშირებული სიძნელეები, როგორ გახდა ექიმი, რა შრომა გასწია მან ამისათვის და ა.შ. პროქტის დასასრულს ირინა ექიმმა მოსწავლეებს წაუკითხა გივი ჭიჭინაძის ლექსი. მან აღნიშნა, რომ ეს იყო მისი უსაყვარლესი ავტორი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.