სიახლეები
რჩევები

ფსიქოლოგი: „დედმამიშვილების ჩხუბის დროს მშობლის ჩარევა მნიშვნელოვანია“
02-02-2018
-
+


იშვიათია ოჯახი, სადაც დედმამიშვილები არ კამათობენ. შეიძლება და-ძმებს მეგობრული ურთიერთობა ქონდეთ, მაგრამ მაინც ჩხუბობდნენ.  ბავშვების კამათი პატარა ასაკში  ბუნებრივი და გარკვეულწილად სასარგებლოცაა.

როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე ამბობს, სახლი ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოა. და-ძმასთან კამათისას ის თავს დაცულად გრძნობს და ამავე დროს, სწავლობს როგორ გამოხატოს თავისი სურვილები, ემოციები და გადაჭრას პრობლემები. ასეთი გამოცდილების მქონე ბავშვებს შეიძლება უფრო მეტად გაუადვილდეთ საბავშვო ბაღში და სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა.

დედმამიშვილებს შორის კამათის რამოდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ესენია:  ასაკობრივი სხვაობა; განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები; პირადი სივრცის ან ოთახის არარსებობა; მშობლების მხრიდან ყურადღების არათანაბარი გადანაწილება; კომუნიკაციის სირთულე და კონფლიქტი ოჯახში მშობლებს შორის.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ დედმამიშვილების ჩხუბის დროს მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. უფროსის სწორი ჩარევით ბავშვი სწავლობს თუ როგორ მოიქცეს თანატოლთან ურთიერთობისას.

„დაუშვებელია ბავშვების ერთმანეთთან შედარება. თუ ერთმანეთთან შევადარებთ, ამით მათ ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დავაყენებთ. შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ნაკლებად კარგები არიან. უმჯობესია მათი ძლიერი მხარეები წამოვწიოთ წინ  და შევაქოთ ისინი. ზოგჯერ შეიძლება ჩავერიოთ ბავშვების ჩხუბში და იმ კონკრეტულ მომენტში ვასწავლოთ როგორ გადაჭრას პრობლემა. მაგალითად, ვასწავლოთ, რომ დარტყმის, წართმევის მაგივრად სიტყვებით გამოხატოს თავისი სურვილები და ემოციები.
შეეცადეთ მეტი ყურადღება დაუთმოთ ბავშვებს.  ესაუბრეთ და ეთამაშეთ იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება მათთვის და შესაძლებელი თქვენთვის. მთავარია ბავშვი გრძნობდეს, რომ მშობლებს ის აინტერესებს“- განმარტავს თათია გურგენიძე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება