ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
21-10-2021
დაკოპირებულია
-
+
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი და წალენჯიხის, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ილია სარია შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.
„21 ოქტომბერს, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი და წალენჯიხის, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სარია შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერის, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ როენა ფიფიას, პედაგოგებს და მოსწავლე-ახალგაზრდებს.
გააცნეს ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა.
ისაუბრეს თანამშრომლობით საორგნიზაციო საკითხებზე.
სამოქმედო პროგრამა ემყარება საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.
მუშაობის მიზანია:
ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება.
ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება.
გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე
დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებთან“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.