მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინდოეთში, რაჯასტანის შტატის მთავრობამ, მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების მსურველთათვის ტესტირების ჩასატარებლად, დროებით მობილური ინტერნეტი გამორთო. როგორც The Times Of India წერს, ინტერნეტ-კავშირი 26 სექტემბერს, დილის 6-საათიდან საღამოს 6-საათამდე გაწყდა. ამ დროის მანძილზე ქსელში შესვლა მინიმუმ 8,5 მილიონ ადამიანს არ შეეძლო.
საუბარი ეხება ადგილობრივ გამოცდა - Teacher Eligibility Test-ს. მას აბარებენ იმისთვის, რომ სკოლაში სწავლების უფლება მოიპოვონ. TET-გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე მასწავლებელს სამსახურში არ იღებენ.
წელს გამოცდას 1,5 მილიონი ადამიანი აბარებდა - ისინი 50 ათასი ვაკანსიისთვის იბრძოდნენ. ტესტირება ორ ცვლაში, 4200 ცენტრში მიმდინარეობდა.
ინტერნეტი კი შტატში გათიშეს იმისთვის, რომ მასობრივი გადაწერისთვის აერიდებინათ თავი. დაიბლოკა მათ, შორის მესენჯერები, ინტერნეტ-მომსახურეობა და სოციალური ქსელები, აზუსტებს გამოცემა The Register. დაშვებული იყო მხოლოდ ხმოვანი ზარები.
ქსელთან კავშირი მხოლოდ ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლებს შეეძლოთ, მაგრამ ასეთი მთელ ინდოეთში მხოლოდ 24 მილიონია (მაშინ, როცა ქვეყანაში 808 მილიონი ადამიანი ცხოვრობს).
მსგავს ღონისძიებებს მიმართავენ შტატში სხვა გამოცდების დროსაც. ამავე გზით გადაწერას ებრძვიან ალჟირშიც - იქ სასკოლო გამოცდების დროს ინტერნეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით თიშავენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.