სიახლეები
სიახლეები

დირექტორებს როტაციით სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილებენ - რა ხდება ორი ვადის ამოწურვის შემდეგ
27-10-2021
-
+


სკოლის დირექტორებისთვის გამოცდების ჩატარების საკითხი ისევ გაურკვეველია. გამოცდა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ორ ეტაპად იყო დანიშნული. პანდემიის გამო განსაზღვრულ დროს გამოცდის ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა უკვე 2021 წელია და დირექტორებმა ისევ არ იციან, რა ბედი ელით.

როგორც Etaloni.ge- სთან საუბრებში სკოლის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დირექტორების გამოცდა საერთოდ აღარ ჩატარდება, ხოლო იმ პირებს, რომელთაც კონკრეტულ სკოლაში დირექტორობის 2 ვადა უკვე ამოწურული აქვთ, როტაციის წესით სხვა სკოლებში გადაიყვანენ.

„ამ ეტაპზე ჩემს სკოლაში მინდა დარჩენა, მაგრამ როგორც ვიცი დირექტორად მუშაობას ამ შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ, საათების რაოდენობა კი სხვა სკოლაში იმდენი არ იქნება, რომ ანაზღაურება საკმარისი იყოს. არც  მხოლოდ დირექტორის ანაზღაურებაა საკმარისი, ამიტომ ჯერ არ ვიცი რა იქნება მომავალში. ასეთი საუბარია, რომ ჩვენი გამოცდა არა, მაგრამ სხვა სკოლებში როტაცია მოხდება“.

Etaloni.ge საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოცდა არ გაუქმებულა და ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

„დირექტორების გამოცდა არ გაუქმებულა, ჩატარების თარიღსა და დეტალებზე გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

მართალია განათლების სამინისტრომ თავის დროზე თავი იმით იმართლა, რომ პანდემიის გამო მოუწია დირექტორების გამოცდების გადადება, მაგრამ ეს მიზეზი უკვე არასერიოზულად ჟღერს. განსაკუთრებით თუ იმ ფაქტს გავითავლისწინებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები (რომელიც გაცილებით მრავალრიცხვოვანია) პანდემიის პირობებში უკვე ორგზის ჩატარდა, იგივე შეიძლება ვთქვათ მასწავლებლის გამოცდებზე. ისმის კითხვა: თუ მოხერხდა და 40 ათასზე მეტი აბიტურიენტისა და მასწავლებლის გამოცდა პანდეემიის პირობებში ჩატარდა, რა უშლის ხელს 2244 (დირექტორის გამოცდის ჩასაბარებლად რეგისტრაცია 2244 ადამიანმა გაიარა) ადამიანის გამოცდას?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება