სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ პედაგოგებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ ჩვენი მოსწავლეების ცოდნას“- ტყიბულის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
22-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ნანა ბოჭორიშვილი, ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მომწონს. წელს ჩემი სკოლიდან შემდეგ ეტაპზე შვიდი მოსწავლე გადავიდა. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ჩემპიონატი დისტანციურად ტარდება და ბავშვები მხოლოდ თავისი ცოდნის იმედად არიან დარჩენილები. კონკურსი ყოველგვარი ტენდენციურობისგან არის დაცლილი და ეს ძალიან კარგია; მაშინ როდესაც, კოვიდპანდემიის გამო ბავშვები ყოველგვარ სიახლეს მოკლებულნი არიან ვფიქრობ, „ეტალონი“ მათთვის ასე ვთქვათ გამოცოცხლება იყო. „ეტალონი“ ზოგადი განათლებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ზოგადად ადამიანი ყველაფერში უნდა ერკვეოდეს და ამიტომ ეს კონკურსი ინტელექტუალურ დონეს ამაღლებს. ჩვენ არ გვსურს ცალმხრივად განვითარებული ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმიანობა ან საგნები სურთ ისწავლონ. სკოლამ ისეთი მოსწავლე უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც ყოველმხრივ იქნება განვითარებული და „ეტალონი“ ამ საქმეში ძალიან გვეხმარება.

ეთერ მიქიაშვილი, ტყიბულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს ვმონაწილეობთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. კონკურსი მოსწავლეთა განვითარებას და საკუთარი თავისადმი რწმენის ჩამოყალიბებას ნამდვილად ხელს უწყობს. წელს, ჩვენი ბავშვებიდან ექვსი მოსწავლე გადავიდა მეორე ეტაპზე და იმედი, გვაქვს სკოლის სასახელოდ ძალიან კარგ შედეგებს დადებენ.

ვასილ ქენქაძე, ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ მიერ განხორციელებულ პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მოსწავლეები ყველანაირ აქტივობას მოკლებულები არიან და ახლა, როდესაც კონკურსი დისტანციურად ჩატარდა ძალიან დიდი მონდომებით ჩაერთნენ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთის მხრივ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებლობას აძლევს საკუთარი წარმატება აჩვენოს - სასკოლო საზოგადოებას, ქალაქს, მშობლებს და რაც მთავარია საკუთარ თავს. ასევე, იმ მხრივ არის ეს კონკურსი საუკეთესო, რომ მოსწავლე ხედავს სად არის ძლიერი და სად სჭირდება დამატებით მუშაობა თუ სწავლა. „ეტალონი“ მოსწავლეებს პიროვნული განვითარების საშუალებას აძლევს.

ინგა ცირეკიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:             

ვფიქრობ, „ეტალონი“ დამოუკიდებლად აზროვნების განვითარებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. თითოეულ ბავშვს ეძლევა საშუალება ნახოს ამა თუ იმ საგანში როგორი ცოდნა აქვს. „ეტალონი“ ბავშვებს აძლევს სტიმულს და ასევე, მოსწავლეები ეჩვევიან კონკურსებში მონაწილეობის მიღებას. ძალიან მინდა, რომ ეს ჩემპიონატი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაც იყოს და მათაც ჰქონდეთ საშუალება გამოსცადონ საკუთარი ცოდნა.

ჯონდო ბოჭორიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მომწონს. მოსწავლეებს ეს კონკურსი საშუალებას აძლევს საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნონ. მოსწავლეების გარდა, ჩვენთვის პედაგოგებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ ჩვენი მოსწავლეების ცოდნას. ბავშვები ასევე, სწავლობენ ტესტებზე მუშაობას და იმ უნარ-ჩვევებს ივითარებენ, რომლებიც მათი მომავალი ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანია. მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა „ეტალონის“ გუნდს, იმისთვის რომ ასეთი კარგი პროექტი შექმნეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება