სიახლეები
პიროვნება

„კოვიდ-სიტუაციაში ურთიერთობის დეფიციტი ყველაზე რთულია“- ვარდო ნაგერვაძე, დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი
22-10-2021
-
+


კოვიდ-სიტუაციაში ყველაფერი რთული აღმოჩნდა მაგრამ ... ურთიერთობის დეფიციტი ყველაზე რთულია - ამბობს ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო ნაგერვაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .
- ეპიდემიური, მაგრამ მაინც სამუშაო განწყობა. უდიდესი სურვილი დასწრებული სწავლების გაგრძელებისა.

- მოსწავლეს სურს. . .
- მოსწავლეებს ბევრი რამ სურთ და ეს კარგია, მაგრამ უმეტესად არ იციან რა სურთ და ეს არ არის კარგი.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .
- ყველაფერი რთული აღმოჩნდა მაგრამ ... ურთიერთობის დეფიციტი ყველაზე რთულია.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .
- ...რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია...

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობას და შიგ მოტივირებულ და მიზანდასახულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .
- თანადგომა, მადლიერება, საჭიროების შემთხვევაში დახმარება, სამუშაო გარემოს შექმნა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .
- ფსიქოლოგიას ან „ადამიანთმცოდნეობას“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება