სიახლეები
სიახლეები

„ვერჩაბარების მოტივით გამოცდების გაუქმების მოთხოვნა არაეთიკურია და პედაგოგს არ ეკადრება“ - მაია კობახიძე პედაგოგებს მიმართავს
23-10-2021
-
+


დღემდე გრძელდება გამოცდებზე მიღებული შედეგის გამო პედაგოგთა უკმაყოფილება. ვრცელდება არაერთი წერილი თუ მიმართვა, სადაც გამოცდების შედეგების გაუქმებას ითხოვენ; ისმის საყვედურებიც, თუ რატომ არავინ იცავს მათ უფლებებს... ამის პასუხად, გავრცელდა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მიმართვა პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთვაზობთ:

კომპეტენციების დადასტურების ზაფხულის გამოცდების შემდეგ, მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილში გაჩნდა უსამართლობის და პროტესტის განცდა. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, etaloni.ge-ზე გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუში მოგმართეთ, რომ სპმთპ აანალიზებს გამოცდების შედეგებს და ეძებს გზებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია და წინადადებები, რითაც მივმართეთ განათლების სამინისტროს, ოთხ-პუნქტიანი გეგმით, რომელშიც გათვალისწინებულია პრაქტიკოსი მასწავლებლების ინტერესები, მათ შორის განმეორებით გამოცდების დანიშვნის შესახებაც. წერილს არ ვაქვეყნებ, ვინაიდან განხილვის სტადიაშია და ამ ეტაპზე მისი გასაჯაროება არაეთიკურია. ჩვენი მუშაობის ყველა ეტაპზე დავადასტურეთ, რომ მთავარი შედეგია და შორს ვართ პოპულიზმისგან. წინ სერიოზული და დაძაბული მუშაობა გველის. ვფიქრობ მივაღწევთ სასურველ შედეგებს.
ბევრი უსამართლო კრიტიკა და მოწოდება გაჟღერდა სპმთპ-სა და პირადად ჩემს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა რიგითმა წევრებმა სათანადო პასუხები გასცეს ე.წ. კრიტიკოსებს, მიზანშეწონილად ჩავთვალე გავაკეთო რამდენიმე განმარტება:

რას აკეთებდა პროფკავშირი კარიერული წინსვლის და სქემით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში? განგიმარტავთ, რომ პროფკავშირის ძირითად ამოცანას წარმოადგენს პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებების დაცვა. არცერთი პრეტენზია, რაც გამოითქვა, არ ეხებოდა ამ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას. რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში, ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო ისეთი პირობები და ნორმატიული აქტები, რომ პედაგოგებს მისცემოდათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება, რაც პრაქტიკულად განხორციელდა. შედეგად, 45000-მდე პედაგოგმა დაადასტურა კომპეტენცია და აიმაღლა სტატუსი, მათ შორის დიდ უმრავლესობას გამოცდებზე მიღებული აქვს უმაღლესი შეფასება-10 კრედიტი. მიმდინარე წლის ზაფხულში 1127-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეძლო კომპეტენციების დადასტურება.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ! ვიცი თქვენს შორის ბევრი პროფესიონალი და მაღალი რანგის პედაგოგია. ბოლო საგამოცდო პროცესში არსებობდა ხელისშემშლელი გარემოებებიც, ძირითადად პანდემიიდან გამომდინარე და ყველა ფაქტორზე დაყრდნობით მოვამზადეთ ჩვენი წინადადებები სამინისტროს მიმართ.

კატეგორიულად ვერ დავეთანმები პედაგოგთა იმ მცირე ჯგუფს, რომელიც მოითხოვს გამოცდების გაუქმებას და აცხადებს - „არა გამოცდებს!“. ეს რეგულირებადი პროფესიაა, სახელმწიფოს აქვს უფლება დააწესოს სტანდარტები და მოითხოვოს კომპეტენციების დადასტურება. ასე ხდება მთელ მსოფლიოში. გამოცდების ვერ ჩაბარების მოტივით, გამოცდების გაუქმების მოთხოვნა არაეთიკურია და პედაგოგს არ ეკადრება, მაშინ როდესაც 45 ათასამდე მათ კოლეგას გამოცდები ჩაბარებული აქვს. ბუნებრივია კითხვა: რატომ ვითხოვთ გამოცდების გაუქმებას გამოცდებზე გასვლის შემდეგ, არასასურველი შეფასების მიღების დროს? მაშინ როდესაც საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციების დადასტურების ვალდებულება გქონდათ 11 წლის განმავლობაში. და, ყველაზე მთავარი: სტატუსის ამაღლების პროცესში, კომპეტენციების დადასტურების ძირითადი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, რაც, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს საგანგაშოა. სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება კომპლექსური საკითხია. მისი შეფასება ხელისშემშლელი და ხელშემწყობი გარემოებების გაუთვალისწინებლად ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხში, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებთან ერთად, პედაგოგის პასუხისმგებლობაც დგას. ამ ფონზე კი, რთულია დავიცვათ იმ პედაგოგთა ინტერესები, რომელთაც 10-კრედიტიან შეფასების სისტემაში, 1 კრედიტის მიღებისათვის დააკლდათ ნახევარი ქულა.

თქვენთვის ცნობილია რამდენჯერ მოხდა გამოცდების გადავადება და თუ ის დღემდე მოვიდა, არ დასრულდა 2015, 2019 წლებში, ჩვენი ,,ბრალი“ ყოფილა და კრიტიკას ვიღებთ. ვაღიარებთ ჩვენს ,,დანაშაულს“ 1, 4, 7 კრედიტით გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობისათვის, 2020 წლის იანვრისთვის კრედიტების დაგროვების სისტემის დახურვის მიუხედავად, მოპოვებული კრედიტქულების შენარჩუნებისათვის და სხვა. გამომდინარე აქედან, ჩავთვალეთ, რომ თქვენი დაცვის რესურსი ამოგვეწურა, შესაბამისად, ლოგიკური იყო, მიმდინარე წლის 6 აპრილს, etaloni.ge-ზე გამოქვეყნებული ჩემი გაფრთხილება, განმარტებები და მოწოდება, 2021 წლის გამოცდების ჩაბარების ბოლო შანსთან დაკავშირებით, რაც ზოგიერთმა პედაგოგმა ვერ მიიღო. ამ მოწოდების პარალელურად, მხოლოდ 2019 წლიდან დღემდე, სპმთპ-მა განახორციელა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისათვის, საგამოცდოდ მოსამზადებელი 241 საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგი, 57 ტრენინგი - კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად. ჯამში, ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 9640-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, საქართველოს ყველა რეგიონის 61 მუნიციპალიტეტიდან.

დღეს, ზოგიერთი პრაქტიკოსი მასწავლებლის კრიტიკა ჩვენ მიმართ, წინააღმდეგობაშია, ზოგიერთი უფროსი მასწავლებლის წინა წლებში გამოთქმულ უსამართლო კრიტიკასთან: „პროფკავშირი პრაქტიკოსების უფლებადამცველიაო“. ყველა სტატუსის მასწავლებელს შეეხო ჩვენი მუშაობის და ბრძოლის შედეგები. ამ ფორმატში რთულია ჩამოვთვალო რა სიკეთე მოუტანა ყველა სტატუსის მასწავლებელს ჩვენმა პრინციპულმა პოზიციამ და ბრძოლამ. შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვის პარალელურად, 2015 წლიდან, სხვადასხვა სტატუსის მასწავლებლებმა გადამზადება გაიარეს ჩვენი ტრენინგ-ცენტრის მიერ მომზადებული 47 ტრენინგ-მოდულის თემატიკის ფარგლებში და აიმაღლეს სტატუსი.
და კიდევ ერთის შესახებ, როდესაც პროფკავშირს უყენებთ პრეტენზიას, გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ მის წესდებას, წესდებიდან გამომდინარე საქმიანობას და ყველა იმ მიღწევას, რამაც გააუმჯობესა მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული პირობები, ხელი შეუწყო მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში.

იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება