სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“- ქუტირის საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
25-10-2021
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბავშვებთან ბიოლოგიის მასწავლებელმა ანა კიკაჩეიშვილმა ისაუბრა, ხოლო სიტყვით  დირექტორმა, ზურა თოდუამ მიმართა.

ხის დარგვის საერთაშორისო დღეზე დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგები; ასევე, კვირეულის ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

„22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ქუტირის საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. ამ დღის დაარსების,მნიშვნელობისა და ინიციატივების შესახებ  მოსწავლეებს ესაუბრა ბიოლოგიის მასწავლებელი ანა კიკაჩეიშვილი, სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ზურაბ თოდუამ. დილით მისულ სკოლის მოსწავლეებს ყველა საკლასო კლასის კარებზე გაკრული დახვდათ მე-7კლასელების მიერ დამზადებული მცირე საინფორმაციო ზომის პლაკატები, ასევე დაირგო ფიჭვის ნერგები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ სხვადასხვა ჯიშის ხეების დარგვა. ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე! მეტი სიმწვანე ჩვენს გარშემო! დარგე ხე,მოიხადე შენი ადამიანური ვალი“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება