სიახლეები
რჩევები

10 რჩევა ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრებისთვის
05-02-2018
-
+


ფსიქოლოგიური ბარიერები, ცხოვრებისეული სირთულეები და ურთიერთობები ხშირად არღვევენ ჰარმონიულ და ბედნიერ ცხოვრებას. 

ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად, ზოგიერთი კლასიკად ქცეულ წიგნებს კითხულობს, ზოგი მეტად რელიგიური ხდება, ზოგიც კი ფსიქოლოგს მიმართავს.

ცნობილმა ფსიქიატრმა მიხეილ ლიტვაკმა გამოსცა წიგნი, რომელიც გვასწავლის ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრების გზას.

1. ბედნიერება - მხოლოდ გვერდითი ეფექტია სწორად ორგანიზებული ცხოვრებისა. 


როდესაც ადამიანს აქვს მიზანი და მისკენ მიისწრაფვის, ბრძოლისა და მუშაობის გზაზე და შემდეგ, წარმატების მიღწევისას გრძნობს იმ ემოციას, რასაც ჩვენ ბედნიერებას ვეძახით.

2. ადამიანთან ურთიერთობისას, გახსოვდეთ, რომ მასაც საკუთარი სამყარო აქვს, როგორც თქვენ. 


არ დაივიწყოთ, რომ ადამიანებს, რომელთანაც ურთიერთობთ, საკუთარი ცხოვრება, გრძნობები და შეხედულებები აქვთ. პატივი ეცით მათ აზრს და არასდროს დაარღვიოთ მათი პირადი სივრცე.

3. თუ თავად არაფერს აკეთებთ, როგორ დაგეხმარებიან სხვები?


ნუ საუბრობთ! - იმოქმედეთ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. მთავარი შრომა თქვენზეა, ოჯახი და მეგობრები, თავისთავად, დაგეხმარებიან, მაგრამ თქვენ მაგივრად ვერ გააკეთებენ საქმეს.

4. გახდით წარმატებულები და ყველა იმედგაცრუება გაქრება.


წარმატებისთვის საჭიროა თავდაჯერებულობა, მიზანდასახულობა და ბევრი მუშაობა. არ დანებდეთ წარუმატებლობას, აკეთეთ საყვარელი საქმე.

5. გინდათ გაიცნოთ თქვენი ყველაზე დიდი მტერი? - სარკეში ჩაიხედეთ. 


ადამიანების უმრავლესობა მტერს თავის ირგვლივ ეძებს, არადა მთავარი ბრძოლა ჩვენში ხდება. შეუძლებელია უბედურების წრიდან გამოსვლა, თუ არ გადავლახავთ შინაგან ბარიერებს, რომლებიც გაზრდასა და წინსვლაში გვაბრკოლებენ. როდესაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებთ, მიხვდებით, რომ ვეღარავინ დაგამარცხებთ.

6. მოძებნეთ სწორი და არა მოკლე გზა. 


ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს: გძელი გზით იარე და შინ მშვიდობით მიდიო.

7. თუ ადამიანს არ აქვს მიზანი, ვერაფერს ამჩნევს. მიზანი აუმჯობესებს ხედვას. 


თქვენი ყურადღება შეზღუდულია - ამჩნევთ მხოლოდ იმას, რაც საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენთვის. მიზანი ფოკუსს ჰგავს - არასწორად დაისახავთ და ვერ ხედავთ, რაც რეალურად გჭირდებათ.

8. თუ ვინმესთვის რამის დამტკიცებას ცდილობთ, ნიშნავს, რომ მისთვის ცხოვრობთ.


თუ გინდათ, ბედნიერი იყოთ შეწყვიტეთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. როდესაც გაგებას არ ცდილობენ, მაინც ვერაფერს შეცვლით და ამ ჭიდილში უამრავ ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. იცხოვრეთ იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაუმტკიცოთ თქვენი სიძლიერე.

9. ყველაფერი მნიშვნელოვანი მარტოობაში იქმნება.


ჭკვიანი ადამიანი მარტოობას იყენებს თვითგანვითარებისთვის, ჰარმონიულად გრძნობს თავს შინაგან სამყაროსთან და ქმნის რაიმე ფასეულს.

10. ბედნიერება მოიაზრებს „მინდა, შემიძლია და უნდას“ ერთიანობას.

ეს სამი კომპონენტი ცხოვრებაში ხშირად არ ავსებს ერთმანეთს. ამიტომაც, ფსიქიატრი მიხეილ ლიტვაკი გვირჩევს, შევადგინოთ სია ამ სამი მიმართულებით და სისტემაში მოვიყვანოთ საკუთარი მიზნები და ფასეულობები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება