სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ორიენტირებულია ბავშვების მოტივაციაზე“ - ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
25-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის გაიმართა. კონკურსის შედეგად „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

Etaloni.ge „ეტალონ მოსწავლეს“, მისი სკოლის დირექტორს, პედაგოგს, მუნიციპალიტეტის მერს, მერის პირველ მოადგილეს, რესურსცენტრის უფროსს და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ესაუბრა, რათა აღნიშნული ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოგვესმინა.

კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი:

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და მერია თავისი სამსახურებით - კულტურის და ახალგაზრდულ მიმართულებათა სამსახური, „ეტალონის“ განხორციელებაში მაქსიმალურად არის ჩართული. მისი წარმატებით დაინტერესებული ვართ, რადგან ასეთი ინტელექტუალური ჩემპიონატები თითოეული ბავშვისა და მოზარდისათვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ ორიენტირებულია ბავშვების მოტივაციაზე, განვითარებასა და მათი ცოდნის ამაღლებაზე.

მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ხარაგაულთან დაკავშირებით, თავისი გეგმები გაგვაცნო. და უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება  არამარტო „ეტალონის“, არამედ სხვა პროექტების ფარგლებშიც, რომლებიც უმნიშვნელოვანესია. ეს მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას თავისი ახალგაზრდობისთვის აქტივობები დაგეგმოს და განახორციელოს, როგორც ადგილზე, ასევე მიწვევით.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ისეთი პიროვნება, როგორიც ბატონი გოჩა ტყეშელაშვილია ხარაგაულს ემეგობრება. იგი ბევრ სიკეთეს უკეთებს ჩვენს ახალგაზრდებს, არამარტო ხარაგაულის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, ასეთი პროექტები აჯანსაღებს გარემოს, განსაკუთრებით ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას. რაც მთავარია, არა მარტო ბატონი გოჩა, არამედ „ეტალონის“ შესანიშნავი გუნდი მთლიანად, ქალბატონი მანანა ღოღობერიძე და სხვები ახერხებენ იმას, რომ მათ მიმართ ჩვენი ახალგაზრდებს მხრიდან იყოს უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება იმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ.“


ქეთევან მანჯავიძე - ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია:

„ვიდრე ტესტირებას დავიწყებდი, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც ქულა გავიგე, გამიხარდა, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლას მაინც არ ველოდი. ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. როდესაც ეს ყველაფერი გავაანალიზე მივხვდი თუ რამხელა რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამაზე რამდენი რამ იყო დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ ბავშვმა თავისი უნარები გამოავლინოს, როგორც ზოგად საკითხებში, ასევე საგნობრივში. ჩემი აზრით, ეს პროქტი თითოეულ მოსწავლეს მეტ გამოცდილებას აძლევს.

როდესაც გამარჯვების შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ რაღაც შემიძლია, ამ ამბავმა თავდაჯერებულობა შემმატა და მომავალში საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული უფრო მეტად ვიქნები. „ეტალონში“ 2 წელია ვმონაწილეობ, მეორე ეტაპზე წელს პირველად გადავედი და გავიმარჯვე.“

ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენი მეგობარი პროექტია, ასევე მისი ავტორი და განმახორციელებელი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელიც ხარაგაულთან და თითოეულ ჩვენგანთან ახლობლობს და მეგობრობს. იგი უდიდეს საქმეს აკეთებს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, აძლევს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას და ეხმარება მებრძოლის სულისკვეთების ჩამოყალიბებაში. თავის დროზე მეც „ეტალონის“ მონაწილე ვიყავი და ჩვენი ურთიერთობები წლებს ითვლის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამ პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს. მართალს ამბობს ბატონი გოჩა, ამ პროექტში მონაწილე თითოეული ახალგაზრდა გამარჯვებულია. ილიას სიტყვები მახსენდება ხოლმე, რომელიც ეტალონის სიგელზე ეწერა - „ბედი იმისია, ვინ ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“ და სწორედ მცოდნე ადამიანების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს „ეტალონი.“

დეკანოზი პავლე ცერცვაძე, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი:

 „ჩვენ 2 წელია, რაც „ეტალონთან“ ურთიერთობა გვაქვს. ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ამ პროექტში წარმატება უცხო არ არის, რადგან 2019 წლის „ეტალონის“ გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე საბა ებანოიძე იყო. გარკვეულწილად, ჩვენ შეხებაც გვაქვს და მადლიერებიც ვართ ამ პროექტის ავტორების. ჩემპიონატი ბავშვისათვის მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს, განვითარდეს, საკუთარ თავზე იმუშაოს და ამავე დროს დამოუკიდებელ აზროვნებას მიეჩვიოს. რაც შეეხება დღევანდელ პერიოდს, პანდემიის გამო პროექტი ონლაინ ჩატარდა, რაც ჩვენს ბავშვებს არ გასჭირვებიათ, რადგან ონლაინ სწავლებას შეჩვეულები იყვნენ და აქედან გამომდინარე, დისკომფორტი არ შექმნიათ.

ქეთევან მანჯავიძე ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეა, ძალიან კარგი პიროვნებაა. ბავშვი, რომელიც სწავლისა და წიგნიერებისკენ არის მოწოდებული. იგი ათოსანი მოსწავლე და მედლის კანდიდატია. თავმდაბალი, მოსიყვარულე ადამიანია და ყველა მასზე დაკისრებულ მოვალეობას სკოლაში პირნათლად ასრულებს. ვულოცავთ ქეთევანს ამ წარმატებას, ვულოცავთ უპირველეს ყოვლისა ამ გიმნაზიის ხელმძღვანელს მეუფე მელქისედეკს - ყოვლადუსამღვდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს. ვულოცავ დიდი სიყვარულით ჩვენს პედაგოგებს, რომელთა უდიდესი ღვაწლია ამ მოსწავლის ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთევან მანჯავიძის დედა ჩვენი სკოლის პედაგოგია. ვულოცავ ჩვენს ხარაგაულს და ყველა მონაწილეს, დამარცხებული აქ არ არსებობს, ამ პროექტში ყველა გამარჯვებულია.“

ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

„მრავალი წელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „ეტალონში“ ჩართულია. ეს პროექტი ბავშვებს ძალიან უყვართ. შესაბამისად, დიდი სიხარულითა და ხალისით მონაწილეობენ. ამას მოწმობს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა და ზოგიერთი სკოლა ონლაინ რეჟიმზეა გადასული, მოსწავლეთა დაინტერესება მაღალი იყო. ბავშვების ნაწილი სახლებიდან ჩაერთო. წლევანდელი „ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულში ქეთევან მანჯავიძე გახდა, იგი სასულიერო გიმნაზიაში სწავლობს. მივესალმებით ასეთ საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც ბავშვების უნარებს წარმოაჩენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ამ პროექტს უდგას გვერდით. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეები“ ხდებიან, ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, სტიმულია, უხარიათ, რომ მათი შრომა ფასდება.“


მარინა ვეფხვაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად ერთვებიან, ჩვენს ბავშვებს ეს პროექტი ძალიან უყვართ. საყოველთაო პანდემიამ ყველაფერი გაართულა, მათ შორის ეს პროცესიც. ის სიხარული, რაც ბავშვებისთვის ერთად შეკრებასა და  წამყვანის ხილვას ჰქონდა, მოგვაკლდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, გვახარებს, რომ ჩვენი მოსწავლეები მაინც აქტიურად ერთვებიან. ჩვენთან გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. მოსწავლეები ისევე იყვნენ დაინტერესებული, როგორც გასულ წლებში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ისინი პრობლემებსა და დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ და ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ბავშვებისთვის იქნება უკეთესი.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება