მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინკლუზიური განათლება ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვას გულისხმობს, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევებისა. ასეთ დროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლობენ.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სკოლის ისგ ჯგუფია. თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელსაც სსსმ მოსწავლისათვის ისგ-ს შემუშავება და მისი განხორციელება ევალება. ჯგუფი ვალდებულია ისგ-ის მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
ვინ არიან ისგ-ის ჯგუფის წევრები?
სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
აუცილებელია, რომ ისგ ჯგუფი შეიკრიბოს სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ. ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის ჩართულობას სასწავლო პროცესში, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, განიხილავენ გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, მსჯელობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებაზე, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებასა და აუცილებელ რესურსებზე.
ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი ან კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს, რომლებიც მოსწავლის პირად საქმეში ინახება.
სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრმა თითოეულმა მასწავლებელმა უნდა შეაფასოს სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან და ანგარიში წარუდგინოს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მშობელს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.