ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი კოლეგას - ნარგული კახაძეს გვაცნობს.
ნინო დოხტურიშვილი წერს, რომ ნარგული კახაძე მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნებაა, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება და მუდამ გამარჯვებულია.
პედაგოგი სასკოლო ცხოვრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც ნარგული კახაძემ თავის სადამრიგებლო კლასს ლმობიერად და თბილად განუმარტა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
„პედაგოგიური განათლება ეს ის მცნებაა, რომლიც თავად უნდა გაიაზრო, გაითავისო, აღიქვა და შემდეგ იმსჯელო ცნობიერის გათვალისწინებით... დიახ! მასწავლებელი არის ხიდი მოსწავლესა და წიგნიერების შორის, ადმინობასა და ზნეობის შორის... პედაგოგი არის ძარღვი იმ სხეულის, სადაც ნაყოფიერი შრომის შედეგად ისახება, ერთგულება, მამაცობა, მამულიშვილობა... დიდი სითბოთი მინდა მოგახსენოთ დისველის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლების ნარგული კახაძის შესახებ, რომელიც მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნებაა, არ ეპუება გამოწვევბს და გამარჯვებულის სტატუსსაც ღირსეულად ირგებს... ერთ-ერთი საგაკვეთილო პროცესის დროს, მოსწავლეების არმდგრად განწყობას წავაწყდი, მათი ასაკიდან გამომდინარე ვარჩიე, რომ დამრიგებლისთვის მომეხმო, შედეგმაც არ დააყოვნა... პედაგოგმა დაუყვავა, მიზეზიც მოწიწებით გამოჰკითხა და დამრიგებლური ლმობიერი ტონით განუმარტა: „ჩვენ რომ ერთი ადგილი ვტკეპნოთ, მხოლოდ ნიადაგის გარკვეული მონახაზსს გავამყარებთ, დანარჩენი კი თქვენთვის უსარგებლო და უნაყოფო გახდება, შრომა და გონიერება, რომელიც კეთილშობილური მიზნით იქნება გამოყენებული, წარმატების საწინდარია. განვლილი წლების გათვალისწინებით, თქვენი გადმოსახედი სამოთხედ მეჩვენება! ხელშეწყობა და გარემოება თქვენი კეთილი ნებისკენ არის მომართული, ეს გახლავთ ის ჩასაჭიდი ღერძი, რომელსაც სწორედ მართვა და გამოყენება უნდა. წარმატებით იარეთ ცხოვრების გზაგასაყარზე, რათა ცოდნით აღივსოთ, განასხვავოთ შავი და თეთრი ერთმანეთისგან, იყოთ მისაბაძი და ზნეობრივად მაღალი ღირებულებების ადამიანები.“ დიახ! ასეა ის, რაც დაანათლა პედაგოგომა მოსწავლეებს. ეს ღირებული და გასათვალისწინებელია, ჩვენი უშუალო მიდგომაც ამაში მდგომარეობს, მოვაღწიოთ განათლებული თაობით აღჭურვილი მომავლისკენ!“,- წერს სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
იხილეთ ფოტო: