სიახლეები
პიროვნება

„პედაგოგებს საზოგადოებისგან მეტი დაფასება სჭირდებათ“ - ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა მახარაძე
26-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა მახარაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა....

- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფისათვის განუხრელი სწრაფვა, სიახლეების ძიება; მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაძაბულობისა ყოველნაირად ვცდილობთ სასწავლო ცხოვრება არ ამოვარდეს ჩვეული რიტმიდან.

- მოსწავლეს სურს.....

- სიახლეები, გაკვეთილისა და არა საგაკვეთილო შეხვედრების საინტერესოდ და დასამახსოვრებლად წარმართვა, თითოეული და პრაქტიკული საკითხების საფუძვლიანი ურთიერთდაკავშირება, ტექნიკური საშუალებების მიზნობრივი გამოყენება და საერთოდ ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელთან განუმეორებელი და სრულყოფილი.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- პირბადის ტარება, გაუცხოება და  ადამიანთა საზოგადოებისაგან შორს ყოფნა, დაკისრებული მოვალეობის უნაკლოდ შესრულება.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას, სამართლიან მომთხოვნელობას საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ, საქმის გულიანად და ხარისხიანად კეთებას.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- გაერთიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში ჯანმრთელ, დამსახურების შესაბამისი პენსიით უზრუნველყოფილ ცხოვრებას ყველასათვის. ახალგაზრდების ქმედებებს დამყარებულს საფუძვლიან განათლებისა და მაღალ ზნეობაზე, ტრადიციების დაცვას და ზოგადად ადამიანთა შორის ლამაზ ურთიერთობებს, რაც სიდარბაისლისა და კეთილგონიერებას ეფუძნება.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- მეტი დაფასება საზოგადოებისაგან, განუხრელი და მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება მოსწავლეთა მშობლებთან.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- სასკოლო საგნებს არაფერს დავამატებდი ვიზრუნებდი სასწავლო დისციპლინათა ცალკეული საკითხების მოსწავლეებამდე საინტერესოდ მიტანის ხელოვნების სრულყოფაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება