სიახლეები
სიახლეები

შეუნარჩუნდებათ თუ არა, უფროს მასწავლებლებს სტატუსი კრედიტქულების დაგროვების გარეშე?
05-02-2018
-
+


შეუნარჩუნდებათ თუ არა, უფროს მასწავლებლებს სტატუსი კრედიტქულების დაგროვების გარეშე? - აღიშნული კითხვით Etaloni.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკავშირდა. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:


„ინფორმაცია, რომ უფროს მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულების დაგროვება არ დასჭირდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაფერი სქემის მიხედვით მიმდინარეობს.“ 

როგორ ხდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება? 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, უფროსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი სამი წლის განმავლობაში დააგროვოს 13 კრედიტქულა.

უფროსი მასწავლებელი ვალდებულია 4 კრედიტქულა დააგროვოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ უფროსი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილის შეფასებით (თითოეული საგაკვეთილო დაკვირვება – 2 კრედიტქულა), დანარჩენი კრედიტქულები კი უნდა დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (დამატებითი აქტივობების ჩამონათვალი) და/ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას და ვადა ერთი წლით უხანგრძლივდება. ინდივიდუალური გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყდება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა  დაგროვებულ უნდა იქნეს დამატებითი საქმიანობების/აქტივობების (დამატებითი აქტივობების ჩამონათვალი) განხორციელებით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება