მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ადგილზე, მომავალი სასწავლო წლისთვის, ახალი სკოლა აშენდება.
როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიიღო.
„მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდა. შედეგად, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა, სადაც ბავშვები განათლებას კვლავაც კომფორტულ გარემოში მიიღებენ. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ამ ეტაპზე საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულიყო, სოფელში უკვე მოეწყო შესაბამისი დროებითი სივრცე, სადაც ბოჭორმის სკოლის მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ“,- განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
სკოლის დირექტორის ქეთევან ბეღანაშვილის განცხადებით ხანძარი სავარაუდოდ კომპიუტერების ოთახში გაჩნდა, ხოლო სკოლის 6 მოსწავლე ამჟამად საგაკვეთილო პროცესს სოფელში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის შენობაში გადის.
„რა ვთქვა არ ვიცი, ეს იყო ჩემი სულის ნაწილი, ყველა საზრუნავთან ერთად ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი. არასდროს არ მენანებოდა ის შრომა, რასაც აქ ვდებდი მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის. ცეცხლის ალმა შთანთქა ერთ წუთში ყველაფერი და ჩვენი სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები განუხორციელებელ ოცნებად დამრჩა.როგორც ვვარაუდობთ კომპიუტერების ოთახში გაჩნდა ცეცხლი დენით. უკვე დაგეგმილია ახალი სკოლის აშენება. პრემიერი იყო თიანეთში შეხვედრაზე და დაგვპირდა რომ აუცილებლად აშენდება სკოლა უახლესი სტანდარტებით. როგორც გვითხრეს სკოლის აშენება მიმდინარე წელსვე დასრულდება“, - განაცხადა ქეთევან ბეღანაშვილმა.
22 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ ბოჭორმაში მდებარე ხის ორსართულიან საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, თუმცა ცეცხლის დროული ლიკვიდირება ვერ მოხერხდა და შენობა მთლიანად დაიწვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც