ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ სამოქალაქო განათლების ორი მასწავლებელი საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩა
26-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის სამოქალაქო განათლების 2 მასწავლებელი პედაგოგთა ფორუმისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროექტში მონაწილეობს.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისთვის საქართველოდან სულ 13 მასწავლებელი შეირჩა, მათ შორის 4 „პროგრესის“ გუნდის წევრია.
პროექტი ჰიბრიდული იქნება, შესაბამისად, მუშაობა წარიმართება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ გარემოში. სამუშაო ენად განისაზღვრება ინგლისური და ქართული.
„სკოლა პროგრესის მასწავლებლები პროექტში, „საგანმანათლებლო City-Walks - ქართველი და გერმანელი პედაგოგებისთვის“. პროექტში საქართველოს ყველა რეგიონიდან 13 სამოქალაქო განათლების პედაგოგი უნდა შერჩეულიყო, აქედან კი 4 სკოლა პროგრესის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია: სოფო ბოლქვაძე (თბილისი); თამთა ჯიჯავაძე (თბილისი); ნანა კუპრეიშვილი (ქუთაისი); ანა შალიკიანი (ქუთაისი). პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის - გეოგრაფიის დეპარტამენტის პარტნიორობით - გერმანული ფონდის EVZ - Remembrance, Responsibility, Future - მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს გააცნოს ციფრული City Walk მეთოდოლოგია ქართველ და გერმანელ ახალგაზრდა პედაგოგებს და ხელი შეუწყოს პროფესიულ გაცვლასა და გამოცდილების გაზიარების პროცესს. პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად იმუშაონ და შექმნან "საგანმანათლებლო City Walk" შემდეგ თემებზე:
Un-Read Stories - არ-წაკითხული ისტორიები; Un-heard People/Voices - არ-გაგონილი ; Un-seen Art and Un-Dreamed Utopia - არ-დანახული ხელოვნება და არ-ნაოცნებარი უტოპია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.