ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარნენ
26-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარემ ქიმიის პედაგოგმა, ლამზირა ონიანმა „საკვების მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა.
მასწავლებელმა პრეზენტაციის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას „საკვების მსოფლიო დღის“ დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცნო.
პრეზენტაციის ბოლოს პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი შეჭირვებულ ოჯახს დახმარებოდნენ და შესაბამისი საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა.
„ბარდნალის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წლიურ სამუშაო გეგმაში ოქტომბერში ჩანიშნული იყო აქტივობა „საკვების მსოფლიო დღე“, რომელსაც 16 ოქტომბერს აღნიშნავს 150 ქვეყანა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარემ ქიმიის მასწავლებელმა, ლამზირა ონიანმა მოამზადა პრეზენტაცია და პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნო 16 ოქტომბრის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია. პრეზენტაციაში თანმიმდევრულად იყო წარმოდგენილი ზემოთ ხსენებული დღის მნიშვნელობა. პრეზენტაცია დასრულდა სლოგანით „გაუყავი ლუკმა მოყვასს“, რასაც მოყვა გამოხმაურება პედაგოგების მხრიდან. გამოვთქვით სურვილი, დავხმარებოდით მცირეწლოვანი ასაკის შვილებიან შეჭირვებულ ოჯახს. სკოლაში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებისაგან: ლამზირა ონიანი (ქიმია) , ნატო ხეცურიანი(ბიოლოგია) და ოლია აბულაძე (ფიზიკა). შეგროვილი თანხით შეძენილი იქნა საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები, რომელიც სკოლის სახელით გადაეცა ერთ-ერთ ოჯახს. საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარემ ლამზირა ონიანმა აღნიშნა - „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მთვარისა ახვლედიანს, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას და ახალისებს სკოლაში ყველა სასარგებლო წამოწყებას, აგრეთვე სკოლის პედკოლექტივს, რომლებმაც უშურველად გაიღეს და ლუკმა გაუყვეს მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა“. მოსწავლეებს პრეზენტაცია დაეხმარა მსოფლიო კვების პრობლემისა და შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. სკოლის დირექცია მადლობას უხდის საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარეს, ქალბატონ ლამზირა ონიანსა და პედაგოგებს აღნიშნული საჭირო და საინტერესო აქტივობის განხორციელებსათვის“, - აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.