სიახლეები
სკოლები

დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგ სოფიკო შავიშვილს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
26-10-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგმა სოფიკო შავიშვილმა პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი დაიმსახურა. 

აღნიშნული სიგელი მას მასწავლებელთა პროფესიულ დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.

სოფო შავიშვილი სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. 

სკოლა ამაყობს პედაგოგის მიღწევებით და წარმატებას უსურვებს

„გვემაყები სოფო!ძალიან დიდი სიხარულია,როცა შენი შრომა ფასდება“,- წერს სკოლა.

ცნობისთვის, დაჯილდოებისთვის პედაგოგთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმი სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში იყო.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ბათუმის დრამატულ თეატრში  რეგიონის  მასშტაბით 65  პედაგოგს   პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა დამსახურების წარმოჩენა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება