მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეებს სურთ ისწავლონ სკოლის კედლებში, იყვნენ სასკოლო საზოგადოების აქტიური წევრები და ამის შედეგია ისიც რომ, არცერთ მოსწავლეს ან მშობელს არ გამოუთქვამს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი - ამბობს ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.
- სკოლაში იგრძნობა...
- წესრიგი, ყურადღება, ჩართულობა.
სკოლის ყველა თანამშრომელი აცრილია და აქტიურადაა ჩართული კოვიდრეგულაციების დაცვის პროცესში; მაქსიმალური ყურადღება ეთმობა თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მშობელთა ინფორმირებულობას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. თანადგომითაა მიღწეული რომ სკოლა მუშაობს შეუფერხებლად.
- მოსწავლეს სურს...
- ისწავლონ სკოლის ფარგლებში, იყვნენ სასკოლო საზოგადოების აქტიური წევრები და ამის შედეგია ისიც რომ, არცერთ მოსწავლეს ან მშობელს არ გამოუთქვამს სურვილი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შესაბამისად 220 -ვე მოსწავლე აგრძელებს დასწრებულ სწავლას.
- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...
- კონტაქტური სწავლების შენარჩუნება. კოვიდ- სიტუაციაში ხარისხიანი განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგულაციების დაცვით და კონტაქტური სწავლების შენარჩუნებით.
- პასუხისმგებლობა ნიშნავს...
- საკუთარ მოვალეობებთან ერთად დამატებითი ფუნქციების ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულება არის პასუხისმგებლობის სრულფასოვანი გააზრება.
კოვიდ-პანდემიის პირობებში სკოლის თითქმის ყველა თანამშრომელს დამატებით დაეკისრათ სხვადასხა ფუნქციები;
- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...
- ეკონომიკურად გაცილებით ძლიერ და არატურბულენტურ ქვეყანაში ცხოვრებას. გვაქვს მოლოდინი და რწმენა იმისა, რომ უახლოეს წლებში ვიცხოვრებთ ასეთ ქვეყანაში.
- პედაგოგებს სჭირდებათ...
- ისევე როგორც მოსწავლეებს სჭირდებათ მოტივატორები, მასწავლებლის წარმატებები მოტივირებულ და აქტიურ მოსწავლეებთანაა დაკავშირებული.
- სასკოლო საგნებს დავამატებდი...
- სასკოლო საგნებს დავამატებდი „ეთიკასა და ესთეტიკას“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.