სიახლეები
სკოლები

„ჩემო სიამაყე, შენ კიდევ მრავალ მომლოცველს გაუძლიერებ რწმენას“-დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საუკუნოვან ტაძარს ჩანახატს უძღვნის
27-10-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საუკუნოვან მართლმადიდებლურ ტაძარს, რომელიც მოილოცა, ემოციურ ჩანახატს უძღვნის.

ნინო დოხტურიშვილი დეტალურად აღწერს იმ გრძნობებს, რაც ამ ტაძრის დანახვითა და იქ ლოცვით გაუჩნდა.  

„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ „უსახელო“ „აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება“ „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“ ადამიანმა რომ იცოდეს რამხელა ძალა აქვს, ერთ თბილ სიტყვას, გულწრფელ და ღირსეულ თანადგომას, ქვეყნად ბოროტება არ იარსებებდა. იცის ადამიანის მოდგამ, რომ ცხოვრება მარადიული მრწამსის ერთი პატარა გამოსხივება და ამომავალი მზის ჩრდილია, მიწას მოფენილი სხივებით, განთიადზე მყისიერად რომ აირეკლება... ასე წამიერად ხდება გარდამავალი სფინქსიდან აღმოცენება, გარდასახვა, გარდაქმნა.... ამის გააზრების შემდეგ ჩემი სული უძირო ზღვის ტალღებით შემორკალული კუნძული მგონია. ხან მდორე წყალი რომ აულესავს ნაპირს და ხან მოვარდნილი ფაფარახდილი ტალღები, ჩამოურეცხავს გულს. მტკივა, მტკივა გული! დაიკარგა გულისხმიერება სიცოცხლისა და წუხილის გაზიარება, ადამიანებში ადამინობის სურვილი აღარ ღვივის. ვიზუალურად ორი ხელი და ორი ფეხი არაფერს ნიშავს, თუ სხეული ღირსებით არ არის შემოსილი. „დრონი მეფობენ და არა მეფენი”, ხოდა ამ დიდ სამფლობელოში, რომელსაც წარსული ჰქვია, პატარა სულის მაზრა მაქვს შექმნილი, ნაერთი სხვადასხვა თავადური მრწამსით და აზნაურული დიდგულობით. იმ ყოფაში მე ჩემი სამყარო დამანახა უფალმა, ეს ისეთი საოცარი მიდგომით გააკეთა, რომ გაკვირვებული დამტოვა. პარალელური სამყაროს აღქმა რთული და ძნელად გასათვითცნობიერებელია. არსებობს სხვა განზომილებაც, აღსავსე მედიდური, ძლიერი გრძნობით. დიახ! მას, ვისაც ვერ ხედავ და არ გესმის, უფრო მეტად სდომებია სიყვარული, სითბო. ყველაფერი კი ერთ მზიან დღეს დაიწყო... როდის დაიწყო იქნებ შენ უფრო იცი ჩემო „უსახელო“?! ბინდ-ბუნდად მდგარო ქართულ მიწაზე, ეულო გაზნექილო წელში, მაგრამ ამაყად მომზირალო, ჩემო სამლოცველო, სახლო ეულო. რომ დაგინახე, გული გამითბა, გავკადნიერდი, მხრებში გავიშალე, ერთ წუთში ზეაღმატებული გავხდი, უფალო შეგვიწყალენ... უფალო მოგვიტევენ...შენ აქ ხარ, ჩვენ კი შორს ვიმზირებით. შენ გტკივა, ჩვენ კი ჭრილობებს ვერ გიამებთ, შენ გველი, ჩვენ კი განგერიდებით. ჯიუტად მივესწრაფით სიცოცხლით ტრფობისკენ, იმას ვერ ვათვიცნობიერებთ, რომ სიცოცხლე შენს კედლებს მიღმა ღვივის. ჩვენ უბორკილო მონები ვართ, შენი ზეგავლენის გარეშე. მიუხედავად ყველაფრისა, გზას გვილოცავ, მშვიდობიან ძილსა და მარადიულ გაზაფხულს გვისურვებ! შემრცხვა ჩემი თავის, ცრემლი თვითნებურად გადმოიღვინთა თვალის კიდეებიდან, დაასველა ღაწვები, სახე, სინანულად დაიღვინთა მთელ სხეულში...მუხლებზე დავეცი და ტანჯვა აღმომხდა, მეტკინა შენი ტკივილი, დარდი, წუხილი და მრავალწიანი განშორების მონატრება... ვიცი, გაგიხარდა მომლოცველის დანახვა, მონატრებულმა მომიხმე და მეც ამ ძახილმა გამომაფხიზლმა, ყოველდღიური ცხოვრებით დაღლილს. შენი სურნელით გაბრუებულმა, მოულოდნელმა სიხარულმა შემიპყრო, „აი მოვედი ათას წლის შემდეგ, დამნაცვროს ელვამ შენი ტანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა“. გამახსენდა „ყივჩაღის პაემანი“ და ტყეში გახიზნულ დაუოკებელ სულს დავემსგავსე, წლობით რომ იმალება დაბურულ სივრცეში, არ იმზირება ირგვლივ, გაურბის ცხოვრების უკუღმართბას - ხან ნიადაგზე ენარცხება, ხან წამიერეად წამოწევს თავს და მუხასავით შეუდრეკელი ხდება, მერე ფერი ეცვლება შემოდგომის ფოთოლივით და მაინც, უფლის იმედს არ ჰკარგავს! ესაა რწმენა, ფიქრი იმაზე, რომ ცხოვრება მშვენიერია. სწორედ ისე, როგორც შენ ხარ ლამაზი და მედიდური... შენს მზერაში იმედი იკვეთება - სხივი უანგარო სიყვარულისა! როდის შედგება ჩევნი ნაცნობობა ჩემო „უსახელო“... ვიცი, რომ მელი და მიხმობ... რამდენჯერაც დაგინახავ, იმდენჯერ უფალს შევხარი, რომ გაგიმყარა საძირკველი. შენ მაძლევ ძალას, მიქადაგებ, მიბიძგებ მამაცობისკენ... არავინ ჯვარს არ ისახავს, თუმცა მოწიწებით გიმზერს. არავინ სანთელს არ გინთებს, თუმცა ცნობისმოყვარეობით გავსებს. რამხელა სიამაყე ვიგრძენი,როდესაც დაგლანდე. გაუთვითცნობიერბლად მომიყვანე შენამდე, ჩამხედე თვალებში და ჩემი სიხარული იგრძენი. აი, დადგა ის დღეც, შენს ეზოში შემოვდგი ფეხი, მუხლებში სიმძიმე ვიგრძენი, გულის ფეთქვა გუმბათის ზარივით ჩამესმოდა ყურში. მომერიდა, შემრცხვა შენს კერაზე მუხლის მოდრეკა, მაგრამ მაინც მიზიდავდი ღვთიური ძალით. მოვედი, კარი ღია არ დამხვდა, მძიმედ ჩამოვჯექი მადლიან კალთაზე, ჩავეხუტე თეთრად მოლივლივე კედლებს, დედაშვილურად მოგხვიე ხელი, დაგიკოცნე ქვითმოფენილი გამთბარი გული, ეულად მდგარი სხეული და დაუოკებელ სული. ახლა სიმშვიდე ვიგრძენი, შფოთვა სიჩუმემ შეცვალა. მე ვუსმენდი შენს ცრემლმორეულ გალობას, თითქოს ამით მადლიერებას გამოხატავდი. სანთელი და მზის სხივი ერთდროულად აკიაფდა, მისავათებულ გულზე ყველაფერი შენს მარადიულ ხსენებაზე იკვეთებოდა! ირგვლივ უდიერად ამოსულ, გაკადნიერებულ მცენარეებსაც ფეხი ჩემნაირად მოუდრეკიათ შენ წინაშე. ჩემო უძლევლო, ჩემო სიამაყე, შენ კიდევ მრავალ მომლოცველს გაუძლიერებ რწმენას, სიყვარულსა და პატივიცემას უფლისადმი! დიდება უფალს! „უსახელო“ - ასე შევარქვი მე, ნინო დოხტურიშვილმა, საუკუნოვან ტაძარს, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფელშია აღმართული. იმ სოფელში ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია, ღვთის წყალობით მჯერა, რომ მალე აღევლინება წირვა ტაძრის კედლებში და გაახარებს ბევრ მომლოცველს“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

200-ლარიანი დახმარება გაიცემა 0-დან 18 წლამდე ბავშვისთვის - მუნიციპალური ბიუჯეტი

შარშან როდის დაიწყო ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება


როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება