სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გაიმართა
27-10-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულს ფარგლებში მოსწავლეებისთვის საინტერსო აქტივობები დაიგეგმა.

აღნიშნულ კვირეულში სკოლის მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მთთვის პედაგოგებმა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება დაგეგმეს, როგორიცაა, მაგალითად სპექტაკლის დადგმა და წიგნის ილუსტრირება. 

აქტივობების შესახებ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. მოსწავლეებთან ერთად ღონისძებებში პედაგოგებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. 

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, თუ რა წვლილი შეიტანა თითოეულმა მათგანმა ამ კვირეულის გამრავალფეროვნებაში.

მასში ჩართული იყვნენ ქართული ენის მასწავლებელი ქეთევან სვანიძე, ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე, ინგლისური ენის მასწავლებელი იულია კუხალაშვილი, რუსუდან ლობჟანიძე. 

„ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „დედაენა სიბრძნის წყარო“.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში - „ლოგოსი“, ნახეს ქართული მხატვრული ფილმი: „იავნანამ  რა ჰქმნა“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.
ფილმის ჩვენების მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. 
მე-2 კლასში მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი მოთხრობა „მკვეხარა ქოთანი" და ხელოვნების გაკვეთილზე მოთხრობის ილუსტრაციები შექმნეს. 
მე-3 კლასში ჩატარდა ხელოვნების გაკვეთილი „დედაენა სიბრძნის წყარო".
 იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „ჯიუტი თხები" მიხედვით. ნახატი დაგვიხატა მე-5 კლასელმა ლიზი თურმანოვმა.
პრეზენტაცია წარუდგინა თანატოლებს მე-10 კლასის მოსწავლემ ანასტასია ლობჟანიძემ.
საინტერესო აქტივობა ჩატარდა მე-2 კლასში. მოსწავლეებმა თავისი კლასის ხელმძღვანელის რუსუდან ლობჟანიძის დახმარებით გაითამაშეს სცენები ი.გოგებაშვილის მოთხრობებიდან „თხა და გიგო",„უსუნო ყვავილი" და „მკვეხარა ქოთანი".  პატარა მსახიობები: ნუცი და გიორგი ბუცხრიკიძეები. ნუცა ტალიაშვილი, სანდრა თუთბერიძე და ელენე ლურსმანაშვილი. ასევე თამარ კიკალია და ლაშა დვალი.
ნუცი და გიორგი ბუცხრიკიძეებმა თავისი კლასის ხელმძღვანელის რუსუდან ლობჟანიძის დახმარებით გაითამაშეს სცენა არამარტო სკოლაში, არამედ გარე სივრცეშიც გოგებაშვილის მოთხრობა „თხა და გიგო".
მოვუსმინეთ ჩვენს საყვარელ ელენე ლურსმანაშვილს, მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი. კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ლობჟანიძე.
ჩვენო საყვარელო ბავშვებო, გთხოვთ წაიკითხოთ ეს საინტერესო მოგონება იაკობზე, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ დაწერა დიდმა მწერალმა ეს ლამაზი და სულშიჩამწვდომი მოთხრობა.
„ღრმად ჩამრჩა ხსოვნაში ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც მამაჩემმა ჩემი ბავშვობის წლებში მიამბო. იაკობი გაურბოდა ღამით წერას, ღამე იშვიათად წერდა, რადგან ღამის თევა და უძილობა თენთავდა მის დაძაბუნებულ ორგანიზმს. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. მთელ დღეს ფუსფუსებდა, მოძრაობაში ატარებდა, უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. დიდ უპირატესობას აძლევდა მოძრაობას, შრომას.
ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო, – ხშირად იტყოდა ხოლმე.
განსაკუთრებით დილით უყვარდა წერა. წერით რომ გულს კარგად იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა.
იაკობი თავისი სიტყვის პატრონი იყო, მტკიცე რეჟიმის დაცვით ატარებდა ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, მაგრამ, თურმე ნუ იტყვი, მასაც სცოდნია დაკანონებული რეჟიმის დარღვევა. ეს ასე მოხდა: ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – „ქეთოს იტაცებენ", – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შეაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო... იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: „ქეთოს იტაცებენ" და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას.
იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა–დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე „იავნანა" ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა.
მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა.
ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა:
– მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგა ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო.
ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?".
– ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:










კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება