TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეს სურს, რომ მისი მასწავლებელი ჰგავდეს ერთგულ მშობელს“- სერგო ხოზრევანიძე, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
27-10-2021
-
+


რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

- ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის ატმოსფერო.  ჩვენი სკოლის გუნდი აკეთებს საერთო საქმეს დიდი პასუხისმგებლობით,  პროფესიონალიზმითა და შედეგზე ორიენტირებული შრომით.

- მოსწავლეს სურს....

- სითბო, სიყვარული და თანაგრძნობა როგორც მასწავალებლებისაგან, ასევე თანატოლების მხრიდან. აქტიურად ჩაერთოს საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. სწავლა მიიღოს ხალისით, თამაშით. მოსწავლეს სურს, რომ მისი მასწავლებელი ჰგავდეს ერთგულ მშობელს, რათა საბოლოოდ ირწმუნოს მისი და ყველა საჭირო ქცევა გონივრულად შეუთანხმოს მას. როცა მასწავლებელი წრფელი გულით ემსახურება საყვარელ საქმეს, მაშინ მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, რასაც კარგად ამჩნევს ბავშვი და მადლიერი მოსწავლის შესაძლებლობების ზღვარი დღითი-დღე ფართოვდება და სასურველ შედეგს აღწევს.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია....

- ხარისხიანი განათლების მიღება. შიში, გაუცხოება, არასრულფასოვანი საკლასო აქტივობები, დისტანცია დამრთგუნველია, აკნინებს ბავშვურ უზრუნველობას. თითქოს პირბადე უშლის როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს ჩართულობაში ხელს, თუმცა მისი  საჭიროება პირველკლასელსაც გააზრებული აქვს. კოვიდ-სიტუაცია გამოწვევაა განათლების სფეროსთვის. ახალი რეგულაციების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლის, მოსწავლისა და მასწავლებლის ერთიანობა. კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია ამ უჩვეულო ვითარებასთან მოსწავლეების შეგუება. ფაქტების ცოდნა უნდა დაგვეხმაროს როგორც საკუთარი თავის, ასევე მოსწავლეების დაცვაში. კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას უნდა გამოვიყენოთ სანდო წყარო, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. რეკომენდაიების დაცვით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ როგორც საკუთარი,  ასევე გარშემომყოფთა კეთილდღეობა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს..

- გაუფრთხილდე არა მარტო საკუთარ, არამედ სხვის ჯანმრთელობასაც. გააცნობიერო მოქალაქეობრივი ვალდებულებები. პასუხისმგებლობას შესაბამისი უნარ-ჩვევები უნდა ახლდეს თან, რომ შედეგი გქონდეს. პასუხისმგებლობაა  საკუთარი პროფესიის მუდმივი განვითარება, დაუღალავი შრომა, სიახლეებისადმი მზადყოფნა. მთავარი და უმთავრესი საყრდენი მაინც ბავშვებისა და საქმის სიყვარულია და სურვილი, მუდამ იზრუნო სხვა ადამიანებზე.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი..

- ღია ურთიერთობებს დისტანციისა და ჩარჩოების გარეშე. უსაფრთხო, გაერთიანებულ, გაძლიერებულ და სტაბილურ ქვეყანაში  ცხოვრებას.

- პედაგოგებს სჭირდებათ....

- ჯანსაღი სასწავლო პროცესი. საკუთარი იდეების რეალიზება. პროექტების, კვლევების, კონკურსების უსაფრთხოდ მომზადება- ჩატარება, ინტელექტისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, პროფესიული ზრდისათვის  აუცილებელი აქტივობების გაკეთება.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- კონსულტაციებს პროფესიის არჩევაში, დამხმარე დისციპლინას, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, გააცნობიეროს, პროფესიულ სწავლებაში ჩაერთოს, თუ სამი წლის სწავლა აირჩიოს და უმაღლესში გააგრძელოს სწავლა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება