ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გაიმართა
27-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სპორტული ფესტივალი გაიმართა.
მასში სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ.
ისინი ერთმანეთს მხიარულ სტარტებში, მკლავჭიდში, ბაგირის გადაძალვასა და ესტაფეტაში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მოსწავლეებთან ერთად, მშობლები და პედაგოგებიც ჩაერთნენ.
„სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მე-40 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, გაიმართა სპორტული ფესტივალი - მხიარულ სტარტებში, მკლავჭიდში, ბაგირის გადაძალვასა და ესტაფეტაში ჰოკეის ელემენტების გამოყენებით. ფესტივალში სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის კერძო სკოლა - „ღონე-ქვეყნისა“, მოსწავლეებიც. სპორტული ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ჩინჩალაძემ, მონაწილეებს მიესალმნენ სეოკ იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეზო რობაქიძე და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონული კოორდინატორი, მანანა მანაგაძე. ფესტივალი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოევლინათ თავიანთი სპორტული თვისებები. ბავშვებთან ერთად, მკლავჭიდის პაექრობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა. სკოლის სპორტის პედაგოგებმა გულნარა ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ ფესტივალში მონაწილეები დააჯილდოვა ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით. საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ თევდორაძემ, სკოლას საჩუქრად გადასცა ჰოკეის ძვირადღირებული ყვანჭები და ბურთები, როგორც საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლას აღნიშნულ სპორტის სახეობაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.