მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წინასაარჩევნო კამპანია და ადგილობრივი მეორე ტურისწინა ვნებათაღელვა ნელ-ნელა დუღილის ტემპერატურას აღწევს და პოლიტიკური პარტიები აქციებითაც „გვანებივრებენ“, თუმცა საქმე ისაა, რომ მასწავლებელს, დირექტორს და სასკოლო ან სააღმზრდელო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობას კანონი უკრძალავს. აღნიშნული წესის დამრღვევი პირი ანუ ის პედაგოგი, დირექტორი თუ აღმზრდელი, ვინც აქციაზე სამუშაო საათებში მივა, 2000 ლარით დაჯარიმდება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში დეტალურად არის გაწერილი ვის ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა და რა ჯარიმებია განსაზღვრული ამ კანონის დარღვევისთვის
წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია, საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა, აღმზრდელ-პედაგოგისა, აღმზრდელისა, მასწავლებლისა, იქ დასაქმებული სხვა პირისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს.
წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.